სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    15.05.2019

     უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტ ვლადიმირ ვზელენსკის ინაუგურაციის ზუსტი თარიღის დასადგენად, პარლამენტის სხდომა ხუთშაბათისთვის გადაიდო, ამის შესახებ რადას სპიკერმა ანდრეი პარუბიმ განაცხადა.

    მანამდე აღნიშნული საპარლამენტო სხდომა უნდა გამართულიყო სამშაბათს, თუმცა დეპუტატების თქმით ისინი ჯერ "სხვა სახელმწიფო საკითხების" განხილვის პროცესში არიან.

    ვლადიმირ ზელენსკიმ კი რადას დეპუტატებს "მატყუარები" უწოდა, როგორც იგი საკუთარ ფეისბუქზე წერს, პარლამენტი დაპირდა, რომ ინაუგურაციის ზუსტ თარიღს 14 მაისს გამართულ პარლამენტის სხდომაზე დაადგენდნენ, თუმცა ამ დღეს სხდომა არ შედგა.

    "რადას დეპუტატები არიან მატყუარა თაღლითები, ჩვენ გადავამოწმეთ ამ დეპუტატების ვინაობა და ამის მიხედვით მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში გავაკეთებთ დასკვნებს... მოდით, ეს საქმე ერთად გავაკეთოთ," - აცხადებს ზელენსკი საკუთარ ფეისბუქზე.

    ზელენსკის მხარდამჭერები ამბობენ, რომ დეპუტატები განგებ აჭიანურებენ ინაუგურაციის თარიღის დადგენის პროცესს, მათ ინაუგურაციის 19 მაისს ჩატარების მოთხოვნით ვერხოვნაია რადასთან აქციაც გამართეს.

    უკრაინელი პოლიტიკის ექსპერტები ამბობენ, რომ კონსტიტუციის მიხედვით ინაუგურაციის თარიღზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ახლადარჩეული პრეზიდენტი რადას დათხოვნას, ისინი ამბობენ, რომ ამ ფაქტს ზელენსკის შტაბშიც ადასტურებენ.

    უკრაინის კანონმდებლობით, პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღს ნიშნავს პარლამენტი, ეს უნდა მოხდეს არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ოფიციალური შედეგები ცენტალურმა საარჩევნო კომისიამ 30 აპრილს გამოაქვეყნა, ოფიციალური შედეგებით ინაუგურაციის ვადა 30 მაისს იწურება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved