სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    30.05.2019

     „დღეს დონბასში დიდი ცვლილება არაა, ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდის გათვალისწინებით. უბრალოდ ზელესკის, როგორც მთავარსარდლის, გაპროტესტების მცდელობა არსებობდა.

    "უკრაინას დონბასის პრობლემის მოგვარება გაუჭირდება. ამასთან ერთად, ზელენსკის გაურკვეველი პოზიცია უკავია, - საერთოდ, რა პოლიტიკა უნდა აწარმოოს უკრაინამ," - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დღეს არსებულ ვითარებას.

    მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საგარეო კურსი თუ მიდგომები გასაგები იყო, რასაც ახლადარჩეულ პრეზიდენტზე, ვლადიმერ ზელენსკიზე ვერ ვიტყვით.

    „პოროშენკოს გამოკვეთილი მიდგომები ჰქონდა და სიტუაცია ასე თუ ისე დაბალანსებული იყო. არსებობდა ინიციატივები, რომელსაც უკრაინელები საკუთარ ხელში იღებდნენ. ზელენსკის პოზიცია კი ნამდვილად გაურკვეველია; იგი ზოგჯერ გამოდის მშვიდობისმოყვარე ინიციატივებით, - გაურკვეველია მისი პოზიცია დონბასის რეგიონთან დაკავშირებით. და საერთოდ, პოლიტიკური კურსი როგორი იქნება.

    „ზელენსკი მოვიდა იმ ტალღაზე, როდესაც პოროშენკოსა და ტიმოშენკოს საწინააღმდეგო ტალღა არსებობდა, - ის მოვიდა, როგორც ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის გადამრჩენელი. რეალურად ის ხელისუფლებაში სერიალმა მოიყვანა. მას არ აქვს გამოკვეთილი პროგრამა, არ ჰყავს ერთიანი ჰომოგენური გუნდი, - მისი მიდგომები ჯერჯერობით გაურკვეველია," - აღნიშნა მან.

    მაისაია იმ სამხედრო დახმარებაზე საუბრობს, რომელსაც უკრაინა აშშ-სგან პოროშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში იღებდა;

    „ამერიკიდან პოროშენკო საკმაოდ სერიოზულ დახმარებას იღებდა, გაცილებით მეტს, ვიდრე საქართველო. მიდიოდა უკვე ლეტალური იარაღის შეძენა, უკრაინული შეიარაღებული ძალების გადამზადების პროგრამები, ასევე იყო დახმარება დაახლოებით 300-დან 500 მილიონი დოლარის ფარგლებში და ამაში იყვნენ ჩართული ამერიკელები, პოლონელები, ბრიტანელები და კანადელები.

    "ამ კუთხით მას ძალიან სერიოზული დახმარება აქვს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა ამაღლება მოკლე ხანში და დონბასის დაბრუნების მომენტი, რთულია," - აცხადებს ის.

    მაისაიას განცხადებით, დღეს უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილიდან „ქართული ლეგიონი," ფაქტობრივად, გამოძევებულია; მისი თქმით, ქართული სეგმენტი უკრაინაში, შესაძლოა ითქვას, რომ აღარ არსებობს.

    „ქართული ლეგიონი," ფაქტობრივად, დონბასიდან გამოდევნებულია, - ის კონტექსტიდან საერთოდ ამოგდებული იყო.- „ქართული ლეგიონი" არავითარ გავლენას არ ახდენს დონბასში არსებულ მდგომარეობაზე. სააკაშვილის გაძევების შემდეგ ჰაერში ჩამოკიდებული დარჩა და ფაქტობრივად, გაუქმებულია.

    „ადრე კიევის ცენტრში არსენალის ქარხანაში იყვნენ განლაგებული, მაგრამ შემდეგ - ზოგმა პოროშენკოს შემოთავაზება მიიღო, ზოგმა არა , - „ქართული ლეგიონი" ჰაერშია დარჩენილი. თუ არსებობს კიდევ, ესეც საკითხავია.

    "ქართული სეგმენტი დიდ როლს არ ასრულებს, - ახლა მოხალისეების რაოდენობა ბევრად შემცირებულია, უფრო მეტად არის შეზღუდული და ფაქტობრივად, უკვე ცენტრალიზირებული მართვის სისტემაა. უკრაინამ ანტიტერორისტული ოპერაცია შეცვალა, ის სტრატეგიული ოპერაციების ზონად გამოაცხადეს," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (31.05.2019)
    ზელენსკის ვურჩევ-- სააკაშვილს ჩააბაროს დონეცკისა და ლუგანსკის საკითხის მოგვარება-- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ვარიანტის მ ს გ ა ვ ს ა დ მოუკვარახჭინებს! ისე მიშას მართლაც გაუმარჯოს-- ტექდათვალიერებისგან რომ თავისუფალი ვიყავით! --ეს რა ჭირი გამოჩნდა კაცო, არ გასწრებენ მანქანის დათვალიერებაზე, მერე გეტყვიან ტორმუზის მილი გასკდა და სითხე დაიღვარა, მანქანა დაბლოკილიაო--რ ა უ ქ ნ ე ს იქ, უჩემოდ, მანქანას ვინ მეტყვის? ე ჭ ვ ი მკლავს! რა კარგი იყო მიშას დრო!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×