სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    31.05.2019

     რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივანმა დმიტრი პესკოვმა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მეტად დაბალი რეიტინგი აღმოაჩნდა. ამის შედეგად რუსეთში ხელახლა ჩაატარეს გამოკითხვა და კრემლისთვის უფრო მისაღები შედეგები გამოაქვეყნეს.

    ორივე შემთხვევაში კვლევა სახელმწიფო დაწესებულებამ - „სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა“ ჩაატარა. პირველი კვლევისას გაირკვა, რომ პუტინს მხოლოდ გამოკითხულთა 30.5% ენდობა, ეს პუტინის 19-წლიანი მმართველობის პერიოდში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

    ეს შედეგი კრემლში გააპროტესტეს. პესკოვმა კვლევის მეთოდოლოგია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში გამოყენებული გამოკითხვის მეთოდი არ აჩვენებს რეალურ სურათს.

    კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ვალერი ფიოდოროვი თავდაპირველად აცხადებდა, რომ ვლადიმერ პუტინის დაბალი რეიტინგი „შავი სათვალეების ეფექტით“ იყო გამოწვეული. მისი თქმით, რუსეთში კრიზისის მწვავე ფაზა დასრულდა, თუმცა რეალური შემოსავლები არ იზრდება, ამ მხრივ მოსახლეობის მოლოდინი არ გამართლდა, ეს კი ნეგატიურად აისახა ხელისუფლების რეიტინგზე.

    თუმცა კრემლის კრიტიკული განცახდების შემდგომ ფიოდოროვმა განაცხადა, რომ  ხარვეზი მისი ორგანიზაციის მხრიდან იყო დაშვებული და კვლევის დროს მოსახლეობასთან კითხვები არასწორად იყო ფორმულირებული.

    ამის შემდეგ ჩატარდა ახალი კვლევა განსხვავებული მეთოდოლოგიით, რომლის შედეგიც ასეთი იყო - პუტინს რუსეთის მოსახლეობის 72.3% ენდობა.

    პირველი და მეორე კვლევების მეთოდოლოგიებში მხოლოდ ერთი განსხვავებაა: პირველ შემთხვევაში კითხვა ასე იყო ფორმულირებული: „რომელ პოლიტიკოსს ენდობით?“ მეორე კვლევისას კი კითხვა იწყებოდა სიტყვებით „ენდობით თუ არა...“ და შემდეგ მოდიოდა კონკრეტული პოლიტიკოსის სახელი და გვარი.

    კრემლმა ახალი გამოკითხვის შედეგებზე კმაყოფილება გამოხატა, რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ პრეზიდენტს მხოლოდ ერთი რეიტინგი აქვს და ეს არის ის, თუ ხალხი როგორ შეაფასებს მის მუშაობას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×