სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    03.06.2019

     უკრაინის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს გამოძიება დაიწყოს იმის გასარკვევად, გეგმავს თუ არა რუმინეთი რუსეთთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებას 2022 წელს და უკრაინის კუთვნილი ბუკოვინისა და ოდესის ოლქის ნაწილის ოკუპირებას. ამის შესახებ უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურორმა ანატოლი მატიოსმა განაცხადა.

    გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა „იუთუბზე“ განთავსებული 7-წუთიანი ვიდეორგოლი სახელწოდებით „რუმინეთ-უკრაინის ომი 2022“. მასში ნათქვამია, რომ 2022 წელს რუმინეთი მოლდოვას შეიერთებს. დაახლოებით იმავე პერიოდში გააქტიურდება საბრძოლო მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში და რუსული არმია სრულმასშტაბიან შეტევაზე გადავა. ამით რუმინეთი ისარგებლებს და საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით თავადაც შეიჭრება უკრაინაში, სრულად დაიკავებს ჩერნოვიცკის ოლქს და ასევე ოდესის ოლქის ნაწილს.

    უკრაინის სამხედრო პროკურორი ამ ვიდეორგოლის გამო ხვალ ქვეყნის ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელთა საგანგებო შეხვედრის ორგანიზებას გეგმავს. 

    „ბალახის მჭამელებიც კი შეიძლება მ,ტაცებლები გახდნენ, თუკი ჩვენ არ დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს“, - წერს მატიოსი „ფეისბუკში“.

    ამჟამად 26 მაისს გამოქვეყნებულ ამ ვიდეოს 300 ათასზე მეტი ნახვა აქვს. აღსანიშნავია, რომ დღეს, 3 ივნისს „იუთუბზე“ პირვანდელი ვიდეოს შემოკლებული ვერსიაც დაიდო და ამ ახალი ვიდეოს კომენტარში ავტორი წერს, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა იყო. 

    ცნობისათვის, ბუკოვინა არის ისტოორიული ოლქი უკრაინასა და რუმინეთში, რომლის ჩრდილოეთ ნაწილი უკრაინის შემადგენლობაშია, ხოლო სამხრეთ ნაწილი რუმინეთს ეკუთვნის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×