სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    04.06.2019

     აშშ-ის პრედინტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთმა ვენესუელიდან „თავისი სპეციალისტების" ძირითადი ნაწილი გაიყვანა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე 3 ივნისს დაწერა - „რუსეთმა გვაცნობა, რომ თავისი ხალხის უმრავლესობა გაიყვანა ვენესუელის ტერიტორიიდან", - წერს ტრამპი.

    მანამდე გამოცემა „ვოლ სთრით ჯორნალმა" გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მოსკოვმა ვენესუალაში შეამცირა თავისი სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა და ათასი კაციდან მხოლოდ რამდენიმე ათეული დატოვა.

    გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ამ ნაბიჯის გადაგმა, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო იმით, რომ აღარ იდებოდა ახალი კონტრაქტები და იმით, რომ დღეს ვენესუელას აღარ აქვს იმის საშუალება, რომ გააგრძელოს „როსტეხის" მიერ გაწეული სამსახურის დაფინანსება. არსებობს ვარაუდი, რომ „როსტეხი" პასუხს აგებს ვენესუელის სამხედროების წვრთნაში და კონსულტაციას უწევს ვენესუელას იარაღის მომარაგებისთვის საჭირო კონტრაქტებზე მუშაობისას.

    თავის მხრივ, ვენესუელაში რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ზაემსკიმ უარყო გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ აღებული ვალდებულებების მიხედვით გრძელდება მუშაობა და კონტინგენტის არანაირ შემცირებაზე არ ყოფილა საუბარი.

    „უოლ სთრით ჯორნალის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია გუშინ „როსტეხმაც".

    შეგახსენებთ, რომ ვენესულეაში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციონერმა ლიდერმა, ხუან გუაიდომ თავი ვენესულეის პრეზიდენტად გამოაცხადა და ნიკოლას მადუროს პოსტის დტოვება მოსთხოვა, რაზეც მადურო არ დათანხმდა. ერთ თვის წინ კი ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობაც კი იყო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×