სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    05.06.2019

     აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპას ოფიციალური ვიზიტით ეწვია, ევროპელი დიპლომატები ფიქრობენ, რომ კრემლის ვენესუელაში ბოლოდროინდელი არაერთი ნაბიჯის გამო ვაშინგტონი საპასუხოდ რაიმეს მოიმოქმედებს და ეს ვიზიტიც შესაძლოა სწორედ ამას უკავშირდებოდეს.

    დიპლომატები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთს უკრაინა ვენესუელის დატოვების სანაცვლოდ გადასცეს, თუმცა, დიპლომატების ღელვას აქარწყლებს ის ფაქტი, რომ აშშ-ს კონგრესმა საკითხი წამოჭრა უკრაინისთვის არანატოს წევრი მოკავშირის სტატუსის მინიჭების შესახებ.

    რამდენიმე დღის წინ კი, ვაშინგტონში უკრაინის საელჩომ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინა შესაძლოა ამერიკისთვის ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირე გახდეს, საელჩოს ცნობით, კანონპროექტი აშშ-ს კონგრესში განსახილველად უკვე შეტანილია სახელწოდებით: „კანონი უკრაინის მხარდაჭერის შესახებ მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში".

    კანონპროექტი ოფიციალური კიევისათვის ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო შეირაღების მიწოდებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, აშშ ასევე დაეხმარება უკრაინას რუსეთის მხრიდან კიბერშეტევისაგან დაცვაში და უკრაინის ნებისმიერი ტერიტორიული ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.

    ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ აშშ-მ უკრაინის აქტიური მხარდაჭერა დაიწყო და ევროპელი დიპლომატების შეშფოთებას, რომ ამერიკა რაიმეს სანაცვლოდ უკრაინას რუსეთს შესთავაზებს, ამის საფუძველს ვერ ხედავს

    „ამ საშიშროების ვერავითარ საფუძველს ვერ ვხედავ იმიტომ, რომ მსგავსი რამ უბრალოდ წარმოუდგენელია. კარგადაა ცნობილი, რომ აშშ-ს კონგრესმა საკითხი დასვა უკრაინისთვის ამერიკის არანატოს წევრი მოკავშირის სტატუსის მინიჭების შესახებ.

    "მისი გადაწყვეტილებები იმის თაობაზე, რომ აშშ-მ ძალიან აქტიური მხარდაჭერის პროექტები დაიწყო უკრაინის სამხედრო და სამხედრო საზღვაო ფლოტის, ამ პირობებში ფიქრი იმაზე რომ უკრაინას ამერიკა გაუცვლის რამეში რუსეთს, ძალიან არასერიოზულია."

    „უფრო მეტსაც გეტყვით, (როგორც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია) რუსეთმა ოფიციალურად შეატყობინა აშშ-ს ,რომ დაიწყო თავისი სამხედროების გაყვანა ვენესუელიდან. ალბათ ვენესუელა ვეღარ ანაზღაურებს იმ ხარჯებს, რომელიც რუსეთს აქვს ვენესუელაში ასე, რომ არ მგონია,ამ განცხადებას რაიმე საფუძველი ჰქონდეს" აცხადებს მენაღარიშვილი.

    სამხედრო ექსპერტი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ქვეყანას რომელსაც ექნება „ნატოს არა წევრის" სტატუსი, ფაქტიურად ხდება ამერიკის სტრატეგიული მოკავშირე.

    „არა ნატოს წევრი მოკავშირის სტატუსი საკმაოდ მნიშვნელოვანია და საკმაოდ სერიოზული განცხადებაა, სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, უკრაინა ფაქტიურად ხდება ამერიკის სტრატეგიული მოკავშირე ორმხრივ დონეზე, აქ საუბარია სამხედრო ბლოკის გაერთიანება. (გაერთიანებაში არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, ათი ქვეყანა იქნება თუ ოცდაათი) აქედან გამომდინარე, ჩავთვალოთ, რომ ფაქტიურად მინი-ბლოკის ერთგვარი მომენტი იქნება და იქნება ისეთივე ურთიერთობა უკრაინასთან, როგორც ნატოს წევრ სახელმწიფოსთან გააჩნია დე ფაქტოდ, ოღონდ ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში.

    „ამერიკა არცერთ სახელმწიფოს არ დააძალებს ამ ე.წ. „მინი კავშირის" წევრობას, თუ მაგალითად საქართველოს ექნება ამ კავშირის დახმარების სურვილი, ეს საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს განცხადება და იმუშავოს ამ მიმართულებით, როგორც ახლა უკრაინა მუშაობს. მუშაობდა პეტრო პოროშენკოს მთავრობა, რომელმაც ეს პროცესი მიიყვანა ამ დონემდე და ზელენსკიც როგორც ჩანს ამას აგრძელებს."

    „საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია მსგავსი სტატუსის მინიჭება, რადგან ჩვენ გვექნება ამერიკის მხრიდან დაცულობა ორმხრივ დონეზე, ეს არის ფაქტიურად ორმხრივი სამხედრო ბლოკის შექმნის იდეა" - ამბობს მაისაია „რეზონასან" საუბარში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×