თამთა ჩაჩანიძე
06.06.2019

 ამერიკის სადაზვევრვო თვითმფრინავ R-8A "პოსეიდონს", რომელიც საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ხმელთაშუა ზღვის თავზე მიფრინავდა, რუსულმა გამანადგურებელმა Cу-35-მა საჰაერო სივრცე ჩაუჭრა და გატაცება სცადა, ამის შესახებ აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

„2019 წლის 4 ივნისს, ამერიკის თვითმფრინავი R-8A" პოსეიდონი" მიფრინავდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიაზე, 175 წუთის განმავლობაში იყო სამგზის ამერიკის თვითმფრინავის გატაცების მცდელობა რუსული გამანადგურებლის Су-35-ის მიერ" - ნათქვამია ფლოტის პრესსამსახურის განცახდებაში.

მათივე თქმით, ორი მცდელობა იყო შედარებით უსაფრთხო, ხოლო ერთი იყო განსაკუთრებთ საშიში, რადგან რუსულმა გამანადგურებელმა მაღალი სიჩქარით პირდაპირ „პოსეიდონს" წინ ჩაუფრინა, რამაც მის პილოტებისა და ეკიპაჟის წევრების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.

აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების პრესსამსახურმა, რუსეთის ქმედებას საერთაშორისო საჰაერო სივცეში „უპასუხისმგებლო" უწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ფაქტი უარყო, მათ განაცხადეს, რომ რუსული თვითმფრინავის ფრენა განხორციელდა საერთაშორისო წესების შესაბამისად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×