სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    07.06.2019

     „რუსეთი არ შეცვლის თავის ქცევას დიდი ბრიტანეთის მოთხოვნით", - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრეს სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

    პესკოვის თქმით, მოსკოვს სურს ლონდონთან ისეთი ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ორი ქვეყნის ინტერესების პატივისცემაზე და ამაში საეჭვო არაფერია, აღნიშნა პესკოვმა და დაამატა, რომ მსგავსი განცხადებების გამო, შესაძლოა მივიღოთ უარყოფითიო შედეგები რუსულ ბრიტანულ ურთიერთობებში.

    6 ივნისს, ბრიტანეთის ექს პრემიერ მინისტრის ტერეზა მეის წარმომადგენელმა ელისონ დონელლიმ თქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუმჯობესდეს, თუ მოსკოვი „ქცევას შეცვლის", მან მოსკოვის ქმედებები დაახასიათა, როგორც აგრესიული და დესტაბილიზირებული.

    რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის მას შემდეგ გაუარესდა ურთიერთობა, რაც რუსეთის სამხედრო დაზვევრვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ლონდონში მოწამლეს.

    ტერეზა მეის წარმომადგენელმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ახალი პრემიერ მინისტრი ეცდება მოსკოვთან იმ ურთიერთობების გაუმჯობესებას.

    „ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ რუსეთის აგრესიული ხაზი და მადესტაბილიზებელი ქცევა არასარწმუნოს ხდის მის განცხადებებს, რომ პასუხისმგებლიანი საერთაშორისო პარტნიორია. რუსეთთან თანამშრომლობას განვაგრძობთ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, რადგან ეს გაერთიანებული სამეფოს ეროვნულ ინტერესებშია. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ ნათლად განაცხადა, რომ სხვა ურთიერთობები რუსეთთან შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ქცევას შეიცვლის", - განაცხადა ტერეზა მეის აპარატის წარმომადგენელმა.

    შეგახსენებთ, რომ 24 მაისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი თანამდებობიდან გადადგა, იგი 7 ივნისიდან ამ პოსტს ოფიციალურად ტოვებს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბრიტანეთში ახალი პრემიერის დანიშვნის შემდეგ მას რუსულ-ბრიტანული ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი აქვს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×