სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    10.06.2019

     რუსეთში სამმა წამყვანმა საქმიანმა გაზეთმა - „კომერსანტმა“, „რბკ“-მ და „ვედომოსტიმ“ გამოცემა „მედუზას“ ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის მხარდასაჭერად პირველი გვერდები ერთნაირი სათაურით გამოაქვეყნა - „მე/ჩვენ ვართ ივან გოლუნოვი“. ერთობლივ განცხადებაში კი წერია, რომ გოლუნოვის დაკავება მის პროფესიულ საქმიანობას ეხება და ჟურნალისტის დაკავებაში პოლიციის ქმედებების დეტალურ გამოიძებას ითხოვენ.

    „ჩვენ გვჯერა, რომ ამ მოთხოვნის შესრულება მნიშვნლოვანია, არა მარტო რუსეთის ჟურნალისტური საზოგადოებისთვის, არამედ მთლიანად რუსი საზოგადოებისთვის“, - წერია სამი გაზეთის ერთობლივ განცხადებაში.

    როგორც გაზეთის ჯიხურების გამყიდველები აცხადებენ, დილის 8 საათისთვის უკვე გაყიდული იყო გაზეთების დიდი რაოდენობა, ნაშუადღევს კი გამოცემების მთელი ტირაჟი გაიყიდა. გაყიდვებიდან ამოღებული თანხა გოლუნოვის დედას გადაეცემა.

    მედიის ეს აქცია რუსი სოციალური ქსელების მომხმარებლების მხრიდან შეფასდა, როგორც ისტორიული მოვლენა.

    ივან გოლუნოვი ცნობილი რუსი ჟურნალისტია, რომელმაც წლების განმავლობაში მრავალი საგამოძიებო მასალა გამოაქვეყნა პოლიტიკოსების, მაღალჩინსნებისა და ბიზნესმენების კორუფციისა და თაღლითობის სხვადასხვა სქემის შესახებ. მათ შორის აღსანიშნავია ცნობილი გამოძიებები „შავი რეალტორების შესახებ“, „დამკრძალავი ბიზნესის შესახებ“ და „მოსკოვის კორუმპირებული ვიცე-მერის პიოტრ ბორიოკოვის შესახებ“.

    გოლუნოვი 6 ივნისს პოლიციამ მოსკოვის ცენტრში ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დააკავა. ოფიციალური ცნობით, ჟურნალისტს დაკავების დროს აღმოუჩინეს დაახლოებით 4 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება და ნაკოტიკი აღმოაჩინეს მის სახლში ჩხერკისას. თუმცა, სამედიცინო ექსპერტიზამ ნარკოტიკების კვალი ვერს მის სისხლში აღმოაჩინა და ვერც სხეულზე.

    გარდა ამისა, გაირკვა, რომ დაკავების დროს გოლუნოვს სასტიკად სცემეს და ტვინის შერყევის ნიშნებით შემდეგ საავადმყოფოში გადიყვანეს.

    ივან გოლუნოვის დაკავებას რუსი ჟურნალისტებისა და აქტივისტების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მასობრივი პროტეტსი მოჰყვა. ჟურნალისტის მხარდასაჭერად გამართულ აქციებს ქუჩაში ათასობით ადამიანი შეურთდა, რასაც მოჰყვა პოლიციის მხრიდან მომიტინგეებისთვის პლაკატების ჩამორთმევა, ჩხრეკა დაპროტესტანთა ნაწილის დაკავება. 8 ივნისს მოსკოვის ნიკულინის სასამართლომ რუს ჟურნალისტ ივან გოლუნოვს ორვთიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved