სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    11.06.2019

    „ეს თვითმფრინავი მალე გახდება უმთავრესი გამანადგურებელი დასავლეთის ქვეყნების შეიარაღებაში. ამას დაემატა რუსეთის პრეზიდენტის ეშმაკური პოლიტიკა - მან თავისი სხვადასხვა ქმედებით ბზარი გააჩინა ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის, პირველ ყოვლისა, იგულისხმება აშშ და თურქეთი.

    მაგრამ, ბრალი ამერიკელებსაც მიუძღვის ამ შემთვევაში, რადგან თურქეთი დიდი ხანია აპირებდა საზენიტო სისტემების განახლებას,ხოლო ამერიკელებმა მათ „პეტრიოტის" სისტემის შეღავათიანად მიყიდვაზე უარი უთხრეს", - ასე შეაფასა სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის" მთავარმა რედაქტორმა, ირაკლი ალადაშვილმა ცნობა, რომლის მიხედვითაც თურქული F-35 ამერიკის შეერთებულ შტატებში, არიზონას ავიაბაზა „ლიუკზე" აღარ იფრენენ და წვრთნებს აღარ გაივლიან.

    ამერიკის შეერთებული შტატების ამ გადაწყვეტილების შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ვიცე-პოლკოვნიკმა, მაიკ ენდრიუსმა განაცხადა - იუწყება საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი".

    აშშ-მა ეს გადაწყვეტილება თურქეთ-რუსეთის შეთანხმების ფონზე მიიღო. კერძოდ, ახალი თაობის ავიაგამანადგურებლების შექმნის პროექტში ანკარის მონაწილეობის შეზღუდვა იგეგმება, რადგან თურქეთი რუსეთისგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შეძენას აპირებს:

    „დეპარტანემტისთვის ცნობილია, რომ თურქი მფრინავები... აღარ დაფრინავენ",-განაცხადა მაიკ ენდრიუმა.

    „რეზონანსთან" საუბრისას ალადაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთთან დადებული ხელშეკრულებით რუსეთმა მოახერხა ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის ერთგვარი ბზარისა და დაძაბულობის შეტანა: "მეხუთე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავები F-35, გრანდიოზული პროექტია, რომელშიც აშშ-ის გარდა ჩართულია როგორც ნატო-ს, ისე მსოფლიოს რამდენიმე სხვა ქვეყანა და ეს თვითმფრინავი, როგორც ჩანს, მალე გახდება, უმთავრესი გამანადგურებელი დასავლეთის ქვეყნების შეიარაღებაში.

    „აქედან გამომდინარე, თურქეთს, როგორც ნატო-ს ერთერთ ყველაზე ძლიერ წევრს, ყოველ შემთხვევაში ევროპის მასშტაბით, დაახლოებით 10 თვითმფრინავზე ჰქონდა მიცემული შეკვეთა და, გარდა ამისა, F-35-ის გარკვეული დეტალები უკვე მზადდებოდა თურქეთში. აშშ-სა და თურქეთს არსებული დაძაბულობის გარდა, ამას დაემატა რუსეთის პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, ეშმაკური პოლიტიკა - მან თავისი სხვადასხვა ქმედებით ერთგვარი ბზარი გააჩნა ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის, პირველ ყოვლისა, იგულისხმება აშშ და თურქეთი.

    „ეს თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ რუსეთს უკვე დადებული აქვს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თურქეთს უნდა მიჰყიდოს ს-400 ტიპის საზანიტო სარაკეტო სისტემები, რაც აღიზიანებს არა მხოლოდ ამერიკელებს, არამედ ნატო-ს ხელმძღვანელობასაც - ისინი თვილიან, რომ თუ თურქეთი რუსეთისგან შეიძენს ამ სისტემებს, გამოვა, რომ რუსეთს შეეძლება თურქების შემადგენლობაში არსებული F-35-ის პრაქტიკულ-ტექნიკური მონაცემების გაგება",-აღნიშნა ჟურნალ „არსენალის" მთავარმა რედაქტორმა.

    ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ თურქეთთან ურთიერთობის დაძაბვაში ამერიკის შეერთებულ შტატებსაც მიუძრვის ბრალი, რადგან ერთგვარად მან უბიძგა თურქეთს რუსეთთან თანამშრომლობაზე:

    „თუმცა, ერთგვარი ბრალი ამერიკელებსაც მიუძღვის ამ შემთვევაში, რადგან თურქეთი დიდი ხანია აპირებდა საზენიტო სისტემების განახლებას. აღსანიშნავია, რომ თურქეთს ერთერთი ყველაზე მოძველებული საჰაერო თავდაცვა ჰყავს ნატო-ს წევრებს შორის. მაგრამ თავის დროზე ამერიკელებმა მათ „პეტრიოტის" სისტემის შეღავათიანად მიყიდვაზე უარი უთხრეს, რის შემდეგაც თურქეთი ჩინური სისტემის შეძენას ცდილობდა, რაც ნატომ ასევე დაბლოკა.

    "მაგრამ, თურქეთმა ახლა გადაწყვიტა, რომ იყიდოს რუსული სისტემები. თუ მან საბოლოოდ იყიდა რუსეთისგან სისტემები, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზრდება თურქეთსა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით აშშ-სთან.

    „ეს არის 2,5 მლრდ დოლარის ოდენობის ხელშეკრულებაა, რომელიც რუსული ს-400 გაყიდვას გულისხმობს, რის დიდ ნაწილს რუსეთი თავად აძლევს თურქეთს კრედიტის სახით. შეიძლება, ამ შემთხვევაში რუსეთის ფინანსურად წაგებულად გამოჩნდეს, მაგრამ ის იგებს პოლიტიკური თვალსაზრისით, რადგან ამხელა ბზარი შეიტანა აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობაში.

    „რაც შეეხება თურქეთის ქმედებებს, ამერიკელებმა გარკვეული დრო მისცეს მათ და გადამწყვეტი, როგორც ჩანს, იქნება ეს თვე, რადგანაც უკვე შუა ზაფხულში მოსალოდნელია, რომ რუსული ს-400-ები გამოჩნდნენ თურქეთის ტერიტორიაზე. ეს პროცესი ისეთი ტემპითაა წასული, რომ მისი შეჩერება ძნელადაა წარმოსადგენი, მაგრამ დღევანდელ პოლიტიკაში გამორიცხული არაფერი არ არის",-ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved