სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    11.06.2019

     ბირთვული კატასტროფის ახალი ნიშნები, - აშშ-ირანის დაძაბული ვითარების პარალელურად, ისრაელი-რუსეთის ომის დაწყების პოტენციური საფრთხე არსებობს. იმ შემთხვევაში თუკი, ისრაელი სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებს გააგრძელებს, ეს ახალი სამხედრო ესკალაციის მიზეზი გახდება, რაც საბოლოოდ, რუსეთ-ისრაელის ომს გამოიწვევს. ხოლო, ამ დაპირისპირებაში აშშ-ს ჩარევა მოუწევს, რადგან ის ისრაელის სტარტეგიული პარტნიორია.

    საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ისრაელმა სირიაში, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ, წერტილოვანი დარტყმებისა და კონკრეტული ობიექტების განადგურება უკვე დაიწყო - შესაბამისად, მენაღარიშვილი არ გამორიცხვას, რომ არსებული სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდეს.

    „სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია - დაბეჯითებით რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა, ერთი რამ ფაქტია, საომარი მოქმედება სულ უფრო აქტიური ხდება და სიტუაციის დამძიმების პერსპექტივა გამორიცხული არ არის.

    "რაც შეეხება ისრაელის შეტევებს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სირიაში, ამას დიდი ხანია ახორციელებს. ეს მასიური არ გახლავთ, მაგრამ წერტილოვანი დარტყმები და კონკრეტული ობიექტების განადგურება უკვე დაიწყო.

    „რუსეთის „ქებული" საჰაერო თავდაცვის სისტემები ჯერჯერობით დუმან, რაც ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. გამორიცხული, პრაქტიკულად, არაფერია. არაგონია, რომ აქ საუბარი დიდი ომის შესაძლებლობაზე იყოს, ვგულისხმობ ისრაელ-რუსეთის დაპირისპირებას, თუმცა ამერიკისა და ირანის დაპირისპირების სამხედრო რიტორიკა უფრო და უფრო მწვავე ხდება; იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რაღაც გამოსავალი მოიძებნება, თუმცა, რაც დღეს ხდება, საკმაოდ მძიმეა," - ამბობს ის.

    აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელმა სირიის ტერიტორიაზე ბოლოს მორიგი იერიში ერთი კვირის წინ მიიტანა. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა 24 საათის განმავლობაში სირიის დაბომბვა ორჯერ განახორციელეს. სარაკეტო დარტყმები ჰომსის პროვინციაში მდებარე სამხედრო აეროდრომზე მოხდა. დამასკოში აცხადებენ, რომ ავიაიერიშისას 5 დაიღუპა, ხოლო რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაბომბვის შედეგად სამხედრო ბაზაზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც დაზიანდა საბრძოლო მასალების საწყობი და სხვა შენობებიც.

    სირიის მხრიდან ახალი იერიშის მიტანის შემთხვევაში შედეგები მძიმე იქნება. ხოლო მენაღარიშვილი იმ კონკრეტულ ოპერაციებზე საუბრობს, რასაც ისრაელი დღეს სირიაში ახორციელებს. ამასთანავე, იგი ისრაელისა და ირანის ურთიერთობაზეც ამახვილებს ყურადღებას; მისი თქმით, ირანს ისრაელისათვის საშიში იარაღი დიდი რაოდენობით აქვს გადანახული.

    „ობიექტები, რომელიც კონკრეტულად ჰეზბოლას მხარდაჭერისათვის ან იერუსალიმის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ოპერაციებისათვის გამოიყენება, რაკეტების გაშვება ისრაელის მიმართულებით, ირანის მიერ დიდი რაოდენობის სამხედრო აღჭურვილობის გადატვირთვა, რომელიც შემდგომ ჰეზბოლას მიეწოდება, - ისრაელი სწორედ მსგავსი პერსპექტივის დაუშვებლობაზე საუბრობს.

    „ირანმა ისრაელისათვის საშიში იარაღი დიდი რაოდენობით დააგროვა და ჰეზბოლას გადასცა. დაპირისპირება სწორედ ამ საკითხებში არსებობს, - ძირითადი დაპირისპირების ხაზი, ფრონტი სწორედ აქ გადის.

    "მოგვეხსენება ისრაელის მიმართ ირანის დამოკიდებლება, - მისი სახელმწიფოებრიობის მიუღებლობა, - ისრაელი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თავს იცავს," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    სტატუს ქუო   (12.06.2019)
    ისრაელი მისაბაძი უნდა გახდეს საქართველოსათვის, თუ გვინდა მეზობლებმა პატივი გვცენ. თორემ აზერებს დაბალი ღობე ვგონივართ და კი ხედავთ, რამდენად თავხედობენ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved