სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    14.06.2019

     თუ კოსოვოში მცხოვრებ ეთნიკურ სერბებს საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაიცავს, ამას სერბეთი გააკეთებს, რომლის არმიაც მზადაა კოსოვოში შესასვლელად და საბრძოლოდ მოქმედებების დასაწყებად. ამის შესახებ სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩმა განაცხადა.

    „თუ საერთაშორისო თანამეგობრობა გაეროს რეზოლუციის შესაბამისად არ მოახდენს რეაგირებას, თუ სერბები არ იქნებიან დარბევისგან დაცული, თუ მათზე ისევ განხორციელდება თავდასხმები, მაშინ ბელგრადი იძულებული გახდება მოახდინოს რეაგირება და სერბეთი ამისათვის მზადაა“, - განაცხადა დაჩიჩმა. 

    მან მადლობა გადაუხადა რუსეთს კოსოვოს საკითხში პოლიტიკური მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სერბეთს მოსკოვის დახმარება არ დაჭირდება.

    შეგახსენებთ, 28 მაისს კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ადგილობრივ სერბებსა და კოსოვოს პოლიციას შორის შეტაკებები დაიწყო. არეულობის მიზეზი კი 13 ეთნიკური სერბის დაკავება გახდა. ადგილობრივმა სერბებმა თავის დასაცავად ქუჩაში ბარიკადები აღმართეს. იყო ორმხრივი სროლა, რის შედეგადაც ორივე მხარეს რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×