სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    15.06.2019

     მოლდოვაში ორხელისუფლებიანობა და პოლიტიკური კრიზისი დასრულდა. პარასკევს მოლდოვის დემოკრატიული პარტიის მიერ შექმნილი მთავრობა გადადგა, პარტიის ლიდერმა, ცნობილმა ოლიგარქმა ვლადიმირ პლახოტნიუკმა კი ქვეყანა დატოვა.

    14 ივნისს პრეზიდენტ იგორ დოდონის მიერ დათხოვნილი ხელისუფლება, რომლის ლიდერიც პაველ ფილიპი იყო, დათანხმდა დოდონის მოთხოვნას მათი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება პარასკევს საღამოს დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჩებოტარმა გააკეთა.

    მისი თქმით, გადადგომის გადაწყვეტილება პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის მიზნით იყო მიღებული. ჩებოტარმა ახალ მთავრობას უკანონო უწოდა და განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება.

    ამ განცხადების შემდეგ, მოლდოვური მედიის ცნობით, პლახოტნიუკმა, დემოკრატიული პარტიის სხვა ლიდერებმა და პარტიასთან დაკავშირებულმა ბიზნესმენებმა ქვეყანა დატოვეს.

    მოლდოვის დემოკრატიულ პარტიაში პლახოტნიუკის გამგზავრება განმარტეს იმით, რომ პარტიის ლიდერი თავის ოჯახთან შესახედრად რამდენიმე დღით გაემგზავრა, თუმცა არ განუმარტავთ, კონკრეტულად სად წავიდა პლახოტნიუკი:

    „მედიაში გავრცელებული სპეკულაციების გამო, რომელიც დემოკრატიული პარტიის ლიდერის ე.წ. აუჩინარების შესახებ იუწყება, ვაცხადებთ, რომ პლახოტნიუკი რამდენიმე დღით გაემგზავრა ქვეყნიდან ოჯახთან შესახვედრად", - წერია დემოკრატიული პარტიის ვებ-გვერდზე.

    მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, მაია სანდუმ, რომელმაც პოსტი 2019 წლის 8 ივნისს დაიკავა, განაცხადა, რომ მთავრობა ყველა ზომას მიმართავს, რათა მოლდოვიდან წასული ყველა პირი დააბრუნონ ქვეყანაში.

    შეგახსენებთ, რომ მოლდოვაში კრიზისი თებერვალში დაიწყო, როდესაც ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენში 35 ადილი დოდონის მიერ მხარდაჭერილმა სოციალისტებმა მიიღეს, 30 - დემოკრატიული პარტიის წარომომადგენლებმა, ხოლო 26 - პოლიტიკურმა ბლოკმა ACUM-მა.

    პარტიები კოალიციის შექმნაზე ვერ შეთანხმდნენ და ქვეყანაში დაძაბულობა დაიწყო. 7 ივნისს კოალიციის შექმნისა და მთავრობის ფორმირებსათვის კონსტიტუციით განსაზღვრული 90 დღე ამოიწურა, რის გამოც მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ დოდონს პარლამენტის დათხოვნა დაავალა. დოდონი ამ გადაწყვეტილებას არ დაემოჩილა, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლომ მას დროებით უფლებამოსილება შეუჩერა და პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი პაველ ფილიპი დანიშნა.

    ფილიპმა იმავე დღეს გამოსცა პარლამენტის დათხოვნის განკარგულება, რასაც პარლამენტი არ დაემორჩილა.

    8 ივნისს, კონსტიტუციით განსაზღვრული ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს, სოციალისტები და ACUM კოალიციის შექმნასა და მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდნენ, რის შედეგადაც პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ გახდა.

    მას შემდეგ მოლდოვაში პრაქტიკულად ორხელისუფლებიანობა დამყარდა და ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    tatoo   (16.06.2019)
    ის ოლიგარქები ვისაც ქვეყანა შეყავს პოლიტიკურ და ეკონომიურ ჩიხში, კედელთან უნდა მიაყენოო....


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×