სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    15.06.2019

     რუსეთში, პენზის ოლქში პრაქტიკულად ნამდვილი ომი მიმდინარეობს. ერთმანეთს ადგილობრივები და ოლქის ტერიტორიაზე მცხოვრები ბოშები დაუპირისპირდნენ. მასშტაბური კონფლიქტის მიზეზი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომ ბოშებმა ერთი ადგილობრივი გოგონას გაუპატიურება სცადეს.

    ორდღიან მასობრივ დაპირისპირებას, ხელჩართულ ბრძოლას, ჩხუბისას ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნების გამოყენებისას რამდენიმე პირის დაშავება მოჰყვა, ხოლო ერთი ადგილობრივი - 33 წლის ვლადიმირ გრუშინი კი, რომელსაც თავი გაუტეხეს, გარდაიცვალა.

    პოლიციის ცნობით, სოფელ ჩემოდანოვკაში კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელ „ვკონტაკტე“-ს ჯგუფ „პენზა ლაივში“ გაჩნდა  პოსტი, რომ ბოშები ადგილობრივ გოგონებს ავიწროვებდნენ. ერთ-ერთი ადგილობრივი სოციალურ ქსელში მოვლენების განვითარებას ასე აღწერს:

    „გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოშებმა ადგილობრივ ტბასთან რუსი გოგონას გაუპატიურება სცადეს. ამის შესახებ რომელიღაც რუსმა გაიგო და საქმის გასარჩევად წავიდა მათთან. ბოშებმა გადმოიღეს დანები, თოფები, ნაჯახები; ამტვრევდნენ მანქანებს, ისვრიდნენ იარაღიდან და იქნევდნენ ყველაფერს, რაც ხელში ხვდებოდათ! ერთერთ ჩვენიანს დანა დაარტყეს, ვიღაცას თავი გაუტეხეს...“ - აღწერს სიტუაციას პოსტის ავტორი.

    13 ივნისს დაწყებულ დაპირისპირებაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 მძიმედ დაშავდა და ერთერთი მათგანი ამ დრომე რეანიმაციულ განყოფილებაშია.

    სოფელში არსებულ მგდომარეობას ერთ-ერთი თვითმხილველი სოციალურ ქსელებში ასე აღწერს:

    „ხალხს ქუჩაში გამოსვლის ეშინოდა. ბავშვებსაც არ უშვებდნენ სახლიდან. ამბობდნენ, რომ ნამდვილი ომი დაიწყო. ხალხი ბოშების წინააღმდეგ აჯანყდა. ისინი მასობრივად აწუხებდნენ ჩვენს გოგონებს და მამებმა გადაწყვიტეს დაეცვათ თავისი ქალიშვილები. რაც სოფელში ხდებოდა, სიტყვებით ძნელი გადმოსაცემია. დაზარალდნენ უდანაშაულო ადამიანები...“ 

    მეორე დღეს სოფელში 1500-კაციანი სტიქიური აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც ბოშების დასჯისა და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ფედერალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს.

    ვითარების დასარეგულირებლად ადგილზე რუსული „ომონის“ წარმომადგენლები მივიდნენ. სოფელში 174 ადამიანი დააკავეს, რთა დაედგინათ მონაწილეობდნენ თუ არა ისინი მასობრივ ჩხუბში. სამი მათგანი დააპატიმრეს.

    თავის მხრივ, ბოშებმაც საგანგებო განცხადება გაავრცელეს, სადაც კატეგორიულად უარყოფენ რუსი გოგონას გაუპატიურებას, ან გაუპატიურების მცდელობას, მოითხოვენ კონფლიქტის აღმოფხვრასა და დამნაშავეების დასჯას, ხოლო დაღუპული მამაკაცის ოჯახს კი სამძიმარს უცხადებენ:

    „ჩვენთან ძალიან დიდი უბედურება მოხდა. ბოშების დიასპორა სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ნათესავებს და ღმერთს ევედრება, რომ დაშავებულები გამოჯანმრთელდნენ. მათ ჯანმრთელობას ვუსურვებთ და ქალაქში არავისთან არანაირი კონფლიქტური სიტუაციის ქონა არ გვიდნა. 

    „გვინდა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ და ამისთვის ვითანამშრომლებთ პოლიციასთან. ეს უბედურება როგორმე უნდა დავარეგულიროთ და კონფლიქტი კი შევწყვიტოთ“, - განაცხადა ბოშების საზოგადოებრივი გაერთიანების ხელმძღვანელმა, ანდრეი ოგლიმ 14 ივნისს.

    ამჟამად, მთელს ოლქში შემოღებულია გეგმა „ვულკან - 1“, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის პრევენციასა და აღკვეთას გულისხმობს. 

    გარდა ამისა, შექმნილია ოპერატიული შტაბი სიტუაციის დასარეგულირებლადა, რომელსაც პენზის ოლქის გუბერნატორი ივან ბელოზერცევი ხელმძღვანელობს. შტაბი იმუშავებს იმ დრომდე, სანამ ჩემოდანოვკაში მშვიდობიანი სიტუაცია არ აღდგება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    სტატუს ქუო   (17.06.2019)
    რუსული შოვინიზმის კიდევ ერთი გამოხდომა, თორემ რუს ქალებს გაუკვირდებოდათ გაუპატიურება?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×