სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    17.06.2019

     „მიგ-35" ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი „მიგ-29" ტიპის მოდერნიზებულ თვითმფრინავს წარმოადგენს, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირმა 1980-იანი წლების დასაწყისში მიიღო შეიარაღებაში. გაუმჯობესებული აქვს რადიოელექტრონული მოწყობილობა, მაგრამ პერსპექტივა ამ თვითმფრინავს, ფაქტობრივად, არ აქვს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი რუსეთის არმიის მიერ შეიარაღებაში „მიგ-35"-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების მიიღებას.

    რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა შეიარაღებაში ორი ერთეული უახლესი „მიგ-35"-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი მიიღო, რომელიც „მიგ-29"-ის მოდერნიზებულ თვითმფრინავს წარმოადგენს. „მიგ-35" უახლესი მრავალფუნქციური 4+ თაობის ავიაგამანადგურებელია და განკუთვნილია მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის ზონის გარედან სახმელეთო და წყალქვეშა სამიზნეების გასანადგურებლად.

    რუსეთის არმია წლის ბოლომდე კიდევ ოთხ ერთეულ ავიაგამანადგურებელს მიიღებს, - ამის შესახებ რუსეთის თვითმფრინავმშენებელი კორპორაცია „მიგ-ის" დირექტორმა ილია ტარასენკომ განაცხადა. რუსული კორპორაცია „მიგ-35"-თან დაკავშირებით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსთან კიდევ ერთი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.

    ალადაშვილის გაცხადებით, საბჭოთა კავშირის პერიოდში ერთ-ერთი საიდუმლო თვითმფრინავის „მიგ-29"-ის პირველი პოლკი საქართველოში იყო განთავსებული, კერძოდ დღევანდელ სენაკში, რაც საკმაოდ დიდ მოვლენას წარმოადგენდა.

    მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „მიგ-35" გარკვეულწილად გაუმჯობესებულ ვარიანტს წარმოადგენს, მას პერსპექტივა არ აქვს, რადგან ის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არის შექმნილი და იმ პერიოდში არსებულ კონკურენციასაც ვერ გაუძლო.

    „მიგ"-35 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი წარმოადგენს „მიგ-29" ტიპის მოდერნიზებულ თვითმფრინავს, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირმა 1980-იანი წლების დასაწყისში მიიღო შეიარაღებაში. „მიგ-29"-ის ერთ-ერთი პირველი პოლკი 1986 წელს განთავსდა საქართველოში, კერძოდ მიხა ცხაკაიაში, ანუ დღევანდელ სენაკში. ეს იმ დროს საკმაოდ დიდი მოვლენა გახლდათ, - ერთ-ერთი საიდუმლო თვითმფრინავი საქართველოში დაფრინავდა.

    „მიგ-35"-ის კონფიგურაცია თითქმის ერთი-ერთზეა, რაც მიგ-29-ის გახლდათ. გაუმჯობესებული აქვს რადიოელექტრონული მოწყობილობა, მაგრამ პერსპექტივა ამ თვითმფრინავს, ფაქტობრივად, არ აქვს. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის ბოლო წლებში, რუსეთში მიმდინარეობდა ორთაბრძოლა სუხოის და მიქოიანის ფირმებს შორის, სადაც საბოლოოდ სუხოის ფირმამ გაიმარჯვა. „მიგ-29" ამ მხრივ საკმაოდ ჩამორჩა.

    „დღეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა შეიარაღებაში „მიგ-35" რეალურად შეიძლება იმიტომ მიიღოს, რომ მიქოიანის ფირმა საერთოდ არ გაუქმდეს, რადგანაც მას, შესაბამისად, შეკვეთები აღარ ექნება. შესაძლოა ინდოეთმა იყიდოს, თუმცა, ინდოეთი „მიგ-29"-ებით, რომლებიც თავისი ავიამზიდისთვის იყიდა, ძალიან უკმაყოფილოა," - ამბობს ის.

    ალადაშვილმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა. მისი განცხადებით, ამ ომში მტერმა სწორედ ეს ავაიგამანადგურებელი გამოიყენა. მისი თქმით, „იმ ფაქტორმა, რომ მათ ყველგან ქართული მოიერიშეები ელანდებოდათ, რამდენჯერმე რუსულ „მიგ-29"-ები თავისივე რუსული მოიერიშე „სუ-25"-ებს „თავს დააცხრნენ".

    „მიგ-35" თავისი ყველანაირი ტაქტიკურ-ტექნიკურ შესაძლებლობებით ათი თავით ჩამოუვარდება ამერიკულ „ეფ-35"-ს, რადგან მისი დაპროექტება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო, საბჭოთა კავშირმა 80-იან წლებში მიიღო შეიარაღებაში. ამა თუ იმ ქვეყნის არმიას შეიარაღება იმიტომ გააჩნია, რომ ის საბრძოლო მოქმედებებისთვის გამოიყენოს, თავისი ხელისუფლების გადაწყვეტილების მიხედვით; მაგალითად, აგვისტოს ომის დროს საქართველოს წინააღმდეგ იყო გამოყენებული მიგ-29-ის ტიპის თვითმფრინავები.

    „მახსოვს, 8 აგვისტოს ერგნეთთან შუა ბრძოლის დროს „სუ-25"-ებმა გადაგვიფრინეს. მის ზემოთ „მიგ-29"-ები გამოჩნდა, რომლებიც ჩვენს „სუ-25"-ებზე ნადირობდნენ. 8 აგვსიტოს ხუთმა ქართულმა მოიერიშემ პირველი და ერთადერთი საბრძოლო მანევრი განახორციელა. ამის შემდეგ რუსულმა გამანადგურებელმა ქართულ თვითმფინავზე ნადირობა დაიწყო, თუმცა, 8 აგვისტოს შემდეგ, ჰაერში ქართული საბრძოლო თვითმფრინავი აღარ აფერნილა.

    „იმ ფაქტორმა, რომ მათ ყველგან ქართული მოიერიშეები ელანდებოდათ, რამდენჯერმე რუსული „მიგ-29"-ები თავისივე რუსულ მოიერიშე „სუ-25"-ებს „თავს დააცხრნენ". არის ერთგვარი ვარაუდი, რომ ერთ-ერთი რუსული მოიერიშე სწორედ რუსულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო.

    „მიგ-29" ერთ-ერთი ყველაზე ძველი მოდიფიკაციისაა, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის საჰაერო კოსმოსურ ძალების შეიარაღებაში რჩება. 18 ერთეული ჩვენ მეზობლად ერევანშია განთავსებული, მაგრამ მას რუსები უფრო ძლიერი და თანამედროვე „სუ-30" ტიპის ორადგილიანი საბრძოლო თვითმფირნავებით ჩაანაცვლებენ," - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×