სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    18.06.2019

     „ეს სერიოზული შეშფოთების საფუძველ იძლევა, რადგან საქმე კონკრეტულ შეტევებამდე მივიდა. დამატებითი კონტინგენტის გაგზავნა ახლო აღმოსავლეთში ამ მოვლენების განვითარებაზე აშშ-ის რეაქციაა.

    "ჯერჯერობით სიტუაციის განმუხტვის ნიშანი არ ჩანს. საშუალება. რეალურად, საქმე მიდის პროცესის ესკალაციისკენ და საშიშროება, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულია", - ასე შეაფასა „რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი მენაღარიშვილმა აშშ-ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში დამატებითი სამხედრო კონტინგენტი შეყვას.

    პენტაგონს 1000-კაციანი რაზმი ირანის ქმედებების საპასუხოდ შეყავს, რადგან აშშ-ს სამხედრო-საზღვაო უწყებამ ორშაბათს გამოაქვეყნა ფოტომასალა, რომლის საფუძველზე ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ომანის სრუტესთან ტანკერებზე თავდასხმის უკან სწორედ ირანი დგას, რასაც ისლამური რესპუბლიკა უარყოფს. ამის შესახებ ორშაბათს, 17 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, პატრიკ შენაჰენმა განაცხადა.

    გარდა ამისა, ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის საგრძნობლად დაძაბვა გამოიწვია იმან, რომ ირანის ისლამურმა სახელმწიფომ 2015 წლის შეთანხმების შესრულებაზე განაცხადა უარი და აღნიშნა, რომ 27 ივნისს ურანის გამდიდრების ლიმიტს შეასრულებს და არ გაჩერდება.

    ირაკლი მენაღარიშვილი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამწვავებული ურთიერთობა საქმის რეალური ესკალაციისკენ მიდის. მისივე თქმით, ამერიკის მიერ დამატებით 1000 ჯარისკაცის გაგზავნა ახლო აღმოსავლეთში ირანის ქმედებებზე რეაგირების ნიშანია,

    „ძალიან სამწუხაროა მოვლენები, რომელიც იქ ვითარდება. ეს ყველაფერი სერიოზული შეშფოთების საფუძველ იძლევა, რადგან საქმე კონკრეტულ შეტევებამდე მივიდა, საუბარია თავდასხმებზე ტანკერებზე, ნავთობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე და ა.შ.

    „ირან-ამერიკის ურთიერთობა დიდი ხნის გამწვავებული რომ არის, ყველასთვისაა ცნობილია. იცით, რომ ვერაფრით ვერ ხერხდება არსებული შეთანხმების გადახედვა და ირანის დათანხმება ახალ პირობებზე. უფრო მეტიც, ირანმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში ურანის გამდიდრებისთვის დადგენილ ლიმიტს, რომელიც ცნობილი ხელშეკრულებით - ერთობლივი გეგმით ჰქონდათ დადგენილი, შეასრულებს.

    "ეს იმას ნიშნავს, რომ ირანი გააგრძელებს ურანის გამდიდრების პროცესს, თუ არ იქნება მეორე მხრიდან წინააღმდეგობა, საუბარია ისეთი გამდიდრებული ურანის ისეთი რაოდენობის დაგროვებაზე, რომ სერიოზულ საფრთხეს შექმნის. უამრავის ასპექტით სიტუაცია სულ უფრო და უფრო მძიმდება.

    „ამერიკის ნაბიჯი, რომელიც დამატებითი კონტინგენტის გაგზავნას გულისხმობს ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე, ეს არის ამ მოვლენების განვითარებაზე აშშ-ის რეაქცია. ხოლო ირანი, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გააგრძელებს იმის მტკიცებას, რომ ტანკერებზე თავდასხმის უკან ისინი არ დგანან, მაგრამ არა მგონია, რომ ვინმემ ეს დაიჯეროს, რადგან რეალური მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ მხოლოდ ირანის შესაბამის სამსახურებს ან მასთან დაკავშირებულ ძალებს აქვთ ამის გაკეთების საშუალება. რეალურად, საქმე მიდის პროცესის ესკალაციისკენ და საშიშროება, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულია", - ამბობს მენაღარიშვილი.

    ექსპერტის თმით, ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მწვავე დაპირისპირების პროგნოზირება, ჯერჯერობით, გაუმართლებელი იქნება, რადგან პროცესში ამ ორი ქვეყნის გარდა სხვა სახელმწიფოებიც არიან გაერთიანებულები:

    „ამგვარი პროგნოზების კეთება ყავაზე მკითხაობას გავს. ძნელი სათქმელია, რადგან მანდ მხოლოდ ორი მხარე და ორი ფაქტორი როდია. დღეს საკმარისია იმის აღნიშვნა, რომ სიტუაცია რთულია და ამ დღეებში კიდევ უფრო დამძიმდა. ჯერჯერობით სიტუაციის განმუხტვის ნიშანი არ ჩანს.

    „რაც შეეხება ურანის გამდიდრების საკითხს, შეგვიძლია იმის თქმა, რომ ყველა შეეცდება ირანის ამ ქმედების შეჩერებას. როგორ, რა გზით - ამაზე რაიმე პროგნოზის გაკეთება ძნელია. რა თქმა უნდა, უნდა ვისურვოთ, რომ მსგავსი არაფერი მოხდეს, რადგან ამ ყველაფერს მოჰყვება სრულიად წარმოუდგენელი შედეგები. ამიტომ, ამ წუთში მხოლოდ კეთილი სურვილებით შეგვიძლია, რომ შემოვუფარგლოთ და მეტი არაფრის", - აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (18.06.2019)
    ომი ალბათ, არ იქნება, მაგრამ ძალიან საშიშია ეს ყველაფერი. საქართველომ შეიძლება იხეიროს კიდეც აქედან, რადგან მისთვის არავის ეცლება და რუსეთი ჩამოგვეხსნება,რაც ცოტა შვებას მოგვცემს. ჩაკეტილ საზღვრებს ცოტა მოვარბილებთ და პირდაოირ კომუნიკაციას დავამყარებთ აფხაზებთან და ოსებთან- მაშინდელივით ერგნეთის ბაზრობის გახსნით, შერიგებისკენ წავა დინება. ნეტ ხუდა, ბეზ დაბრა!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×