სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    18.06.2019

     რუსულმა ავიაგამანადგურებელმა სუ-27-მა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე მესამედ ამერიკის თვითმფრინავები დააკავეს, მაგრამ, ამჯერად, სტრატეგიული ბომბდამშენი Boeing B-52 Stratofortress რუსეთის სასაზღვრო ზოლს შავი და ბალტიის ზღვების ტერიტორიებიდან უახლოვდებოდა.

    ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები საკმაოდ ხშირად დაფრინავენ რუსეთის საზღვართან ახლოს, რაც რუსული მხარის შეშფოთებას იწვევს და ყოველ ჯერზე სასწრაფოდ ცდილობენ აშშ-ის თვითმფრინავების დაკავებას.

    შავი და ბალტიის ზღვების თავზე სულ სამი B-52Н ტიპის ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი შეამჩნიეს, რომელიც პორტალ „The Aviationist-ის" ცნობით, ჩრდილოეთ დაკოტას საჰაერო ბაზიდან ტრანსატლანტიკურ ფრენას ასრულებდა.

    პორტალ „The Aviationist-ის" ინფორმაციით 60-0009/"HODOR 51", 61-0038/"HODOR 52" და 61-0005/"HODOR 53" ტიპის სამი თვითმფრინავიდან ევროპას პირველები HODOR 51 და HODOR 52 მიუახლოვდნენ და რუმინეთისკენ, შავი ზღვის მიმართულებით გააგრძელეს მოძრაობა, სადაც რუსულმა მხარემ ისინი შეამჩნია, რის შემდეგაც ოკუპირებული ყირიმის ბაზიდან ჰაერში აწიეს სუ-27 ტიპის ავიაგამანადგურებელი.

    ნახევარი საათის დაგვიანებით ევროპაში ჩასულმა HODOR 53-მა ფრენა ბალტიის ზღვის მიმართულებით გააგრძელა, რა დროსაც საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, კალინინგრადის ოლქის მახლობლად რუსულმა ავიაგამანადგურებელმა დააკავა ის.

    მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელზეც ნაჩვენებია B-52Н ტიპის თვითმფრინავის აღმოჩენის კადრები.

    რუსული მხარე ირწმუნება, რომ რუსმა პილოტმა გააცილა ამერიკული თვითმფრინავები, რათა აშშ-ის ავიაციას რუსეთის საჰაერო საზღვრები არ დაერღვია და, გარდა ამისა, რათა გაეკონტროლებინათ უსაფრთხოების ყველა წესის დაცვა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფრენა ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით ხორციელდებოდა.

    როგორც აღინიშნა, რუსეთმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთხელ შეამჩნია ამერიკის შეერთებული შტატების ბომბდამშენები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ბომბდამშენები რუსეთის საზღვრებთან ახლოს იყვნენ, მაგრამ აღმოჩენის ჩემდეგ საერთაშორისო საჰაერო სივრცის ნორმების დაცვით მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების ბომბდამშენების გაბრუნება.

    თავის მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნეს, რომ რუსეთის მიერ P-8A Poseidon ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავის „გაძევება", რომელიც ხმელთაშუა ზღვის თავზე მოძრაობდა, კანონდარღვევით მოხდა, რის შემდეგაც პენტაგონმა კრემლი სახიფათი ქცევაში დაადანაშაულა.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    2019   (20.06.2019)
    ტერმინოლოგია დაკავება, არა მგონია ესადაგებოდეს თვითმფრინავისთვის გეზის იძულებით ცვლილებას და გაცილებას...ასეთ პროცედურებს ხშირად უკეთებენ რუსულ თვითმფრინავებსაც...ასევე, ეს სათაური ცოტა გადაჭარბებული ხომ არ არის...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×