სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    27.06.2019

     "თუკი აშშ კიდევ ერთხელ გაბედავს და ირანის საზღვარს დაარღვევს - ირანი აშშ-ს უმკაცრესი ზომების მიღებით ემუქრება" - ირანის ეს პასუხი იმ დრონს უკავშირდება, რომელიც 20 ივნისს თეირანის თავზე დაფრინავდა. ამერიკული დრონი იმავე დღეს თეირანმა თავის ტერიტორიაზე ჩამოაგდო და ამის შესახებ თავად ირანულმა მხარემ განაცხადა. ხოლო, ვაშინგტონი ამბობს, რომ დრონი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, ჰორმუზის სრუტეში ასრულებდა ფრენას.

    ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ირანის მიერ ამერიკული დრონის ჩამოგდება, ფაქტობრივად, ომის გამოცხადებას ნიშნავს.

    „ეს სამხედრო-საზღვაო ტიპის სადაზღვერვო დრონი იყო, რომელიც ირანმა ჩამოაგდო და მას არ გააჩნია დარტყმის ტიპის შეიარაღება. ამ დრონის ჩამოგდება ამერიკის შეიარაღებულ ძალებზე თავდასხმას ნიშნავს, ფაქტობრივად, ომის გამოცხადების ტოლფასია, მითუმეტეს, როდესაც ეს დრონი ჩამოაგდო არა ირანის შეიარაღებული ძალების წარმოამდგენლებმა, არამედ ირანის ისლამური კორპუსის დაცვის სამხედრო-საჰაერო ძალებმა. ეს შენაერთები ამერიკამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა," - აღნიშნა მან.

    მაისაია იმ ზიანზე საუბრობს, რისი მიყენებაც ირანს აშშ-სთვის შეუძლია; მისი განცხადებით, მიუხედავად აშშ-ს პრეზიდენტის მუქარისა, აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახმელეთო ძალებით დარტყმის მიყენების რეალური პოტენციალი არ გააჩნია.

    „ირანს შეუძლია ჩაკეტოს ჰორმუზის ყურე, მოახდინოს მისი დანაღმვა და ამერიკასთან მიმართებაში ეს ეკონომიკური დარტყმა იქნება. ჰორმუზის ყურიდან ნავთობის მარაგების დაახლოებით 30-35% ამერიკისა და ევროპის მიმართულებით მიდის.

    "ამერიკას ბაჰრეინში განლაგებული ჰყავს მე-5 ფლოტის შენაერთები. ირანს ასევე გააჩნია სამხედრო-საზღვაო ძალების კომპონენტები. შესაძლოა სერიოზული ზიანის არა, თუმცა გარკვეულწილად ზიანისა და სარაკეტო დარტყმების მიყენება. ირანს გააჩნია ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები, რომელთა რადიუსი 2 500 კილომეტრს აჭარბებს.

    „ყველაზე მოწყვლადი მდგომარეობა ამერიკელებს ერაყში გააჩნიათ, სადაც ირანულ-ისლამური კორპუსის დაცვის შენაერთების დივერსიული ჯგუფები მოქმედებს. ამერიკის სახმელეთო შენაერთებს შეიძლება საკმაოდ სერიოზული ზიანი მიაყენოს ერაყში.

    "ირანს ამერიკული კონტინგენტის წინააღმდეგ სირიაში ასევე პირდაპირი ბერკეტები გააჩნია. ერაყისგან განხვავებით, ამერიკული კონტიგენტი სირიაში ძალიან მცირედ არის წარმოდგენილი და იქ ირანელებს შეუძლიათ ამერიკელების წინააღმდეგ სერიოზული დარტყმები განახორციელონ.

    „ერაყულ, შიიტურ თუ სხვა ტიპის დაჯგუფებასთან ბრძოლა ამერიკელებისთვის მარტივი არ იქნება. თანაც, თუკი თუ მათ კიდევ მხარს გაუმაგრებენ ირანის რეგულარული შეიარაღებული ძალებისა და ირანის ისლამური დაცვის კორპუსის წარმომადგებლები. ამაზე მეტად დაძაბული სიტუაცია უკვე აღარ არსებობს. ტრამპი ომის დაწყებას აპირებდა, უნდა გაეცა ბრძანება სარაკეტო-საჰაერო დარტყმების მიყენებაზე.

    „დარტყმის მიყენების შესახებ ტრამპის მუქარა ძალაშია. ამერიკას არ გააჩნია ის პოტენციალი, რომ ირანს სახმელეთო ძალებით დაარტყას, ეს გამორიცხულია. ირანი არც ერაყია, არც სირია და არც ლიბიაა.

    "ასე რომ, თუკი ამერიკელები ირანში შეიჭრებიან, შეიძლება ვიეტნამზე სერიოზული სცენარი მიიღონ. ტრამპმაც კარგად იცის, რომ ირანის ოპერაციების დარტყმების წინააღმდეგ ამერიკელები ვერ „გაქაჩავენ". ამერიკას შეუძლია სარაკეტო და საჰაერო დაბომბვები განახორციელოს, ასევე წერტილოვანი, მიზანმიმართული დაბომბვებიც, განსაკუთრებით ბირთვულ ობიექტებზე, - 13 ასეთი ობიექტია, რომელიც ირანის ტერიტოორიაზეა განთავსებული," - ამბობს მაისაია.

    მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი აშშ-სა ირანს შორის სამხედრო დაპირისპირება დაიწყება, ეს მიიღებს გლობალურ სახეს, რადგან, მისი თქმით, ირანს გვერდით უდგანან რუსეთი და ჩინეთი. მაისაია აცხადებს, რომ ეს დაპირისპირება საქართველოზე საკმაოდ ნეგატიურად იმოქმედებს.

    „ტრამპს კონგრესთან კონსტიტუციური ომი აქვს გაჩაღებული, ტრამპს რამდენად შეუძლია კონგრესთან შეუთანხმებლად განახორციელოს საჰაერო დარტყმები ირანის წინააღმდეგ.

    "კონსტიტუციის მეორე შესწორება საშუალებას აძლევს ტრამპს, კონგრესთან შეუთანხმებლად განახორციელოს საბრძოლო ოპერაციების დაწყება. თუმცა, კიდევ სხვა ნიუანსებია, რომლებიც მეორე მხრივ მის ამ შესაძლებლობებს ზღუდავს. ვფიქრობ, რომ ტრამპი ამას უბრალოდ ფარატინა ქაღალდად იყენებს. იგი დარწმუნებული არ არის, რომ საჰაერო დარტყმების მიყენებით ირანს რაიმე ზიანი მიადგება. ტრამპს რომ ჰქოდეს ამის ზუსტი გარანტია, იგი ამას აუცილებლად გააკეთებდა.

    „კიდევ უფრო უარესი სცენარი იქნება, თუ ირანელებმა ამერიკის სტრატეგიულ მოკავშირეებს - საუდის არაბეთს, ბაჰრეინს, არაბთა გაერთიანებულ ემირატებს დაარტყამენ. ეს ჩვენზეც პირდაპირ იმოქმედებს, რადგან ირანი მეზობელი სახელმწიფოა და აქ შეიძლება სხვა სცენარებიც განვითარდეს," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×