სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    29.06.2019

     „ასეთი მაღალი დონის შეხვედრებზე არც თუ იშვიათად საკმაოდ პრინციპულ საკითხებზე მიიღება ხოლმე გადაწყვეტილება. ეს არ არის მხოლოდ დიპლომატიური რევერანსები. აშშ-ის საგარეო პოლიტიკისთვის საქართველო საკმაოდ დაწინაურებული თემაა, მაგრამ რუსეთთან დიალოგის დროს, ჯერჯერობით, მწვავედ და ფუნდამენტურად ეს საკითხი არ განხილულა", - ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთ ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი მენაღარიშვილმა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის „დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრა.

    იაპონიის ქალაქ ოსაკაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და რუსეთის პირველი პირის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეყნების პირველმა პირებზე სხვა საკითხების გარდა, ისაუბრეს ირანში, უკრაინაში, სირიასა და ვენესუელაში შექმნილი მძიმე ვითარების შესახებ. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა „დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ოსაკაში 28 ივნისს გაიმართა და საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

    „ვფიქრობ, იგი მშვენიერი ბიჭია. მიმაჩნია, რომ მშვენიერი შეხვედრა გვქონდა. ბევრს მივაღწიეთ, ვაჭრობის განხილვაც დავიწყეთ. რუსეთსა და აშშ-ის შორის ვაჭრობა უნდა იყოს, ამ ორ უდიდეს სახელმწიფოს შორის", - ამბობს ტრამპი.

    „რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი მენაღარიშვილმა აღნიშნა, რომ „დიდი ოცეულის" სამიტი არის შეხვედრა, სადაც საკმაოდ ხშირად იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მოლაპარაკებების დღის წესრიგში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით:

    „რა თქმა უნდა, როდესაც ასეთი ტიპის შეხვედრებია, უამრავ საკითხზე მიდის არა მხოლოდ საუბარი, არამედ გადაწყვეტილებასაც იღებენ. მაგრამ ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, რომ სულაც არ ნიშნავდეს რაიმე თემის აუცილებლად დახურვას.

    „შესაძლებელია, რომ იყოს შეთანხმება დიალოგის დაწყების შესახებ, ამა თუ იმ პრობლემური საკითხის შესახებ მოლაპარაკებაზე, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს, გამოსავლის მოძებნაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრების დროს ხშირად ძალიან სერიოზულ გადაწყვეტულებებსაც იღებენ. მაგალითად, ჩვენთვის ყველაზე კარგად ცნობილი შეხვედრები: „პერესტროიკის" დროს გორბაჩოვისა და რეიგანის, შემდგომ კი გორბაჩოვისა და ბატონი ბუშის შეხვედრები.

    „რა თქმა უნდა, ასეთი მაღალი დონის შეხვედრებზე არც თუ იშვიათად საკმაოდ პრინციპულ საკითხებზე მიიღება ხოლმე გადაწყვეტილება. ეს არ არის მხოლოდ დიპლომატიური რევერანსები", - აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.

    კითხვაზე, თუ რატომ არ განიხილეს უკრაინის, ვენესუელის, ირანისა და სირიის საკთხებთან ერთად საქართველოს საკითხი, მენაღარიშვილმა დასძინა, რომ ძნელი სათქმელია, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია:

    „ძნელი სათქმელია, რა თქმა უნდა. ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისთვის საქართველო საკმაოდ დაწინაურებული თემაა, რაზეც მეტყველებს ის ნაბიჯები, რომელსაც ამერიკის მხარე დგამს საქართველოს მხარდაჭერის მიმართულებით, მათ შორის, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების და ა.შ.

    „მაგრამ რუსეთთან დიალოგის დროს, ჯერჯერობით, მწვავედ და ფუნდამენტურად ეს საკითხი (საქართველოს შესახებ) არ განხილულა ბატონი ტრამპის მიერ",-განმარტა მენაღარიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    status quo   (30.06.2019)
    საქართველომ მწვავედ უნდა დაუსვას საკითხი დასავლეთს,ევროკავშირი რუსეთს აქვს ნაყიდი,ამიტომ უნდა მოვითხოვოთ სენაკში,ვაზიანსა და ანაკლიის საზღვაო პორტში აშშ-ს ჯარების ჩაყენების საკითხი.ეს ეკონომიკურადაც სასარგებლო იქნება და პოლიტიკურადაც.თუ არადა,მივეკედლოთ ისევ შვენს მწამებელ რუსებს.

    status quo   (30.06.2019)
    საქართველომ მწვავედ უნდა დაუსვას საკითხი დასავლეთს,ევროკავშირი რუსეთს აქვს ნაყიდი,ამიტომ უნდა მოვითხოვოთ სენაკში,ვაზიანსა და ანაკლიის საზღვაო პორტში აშშ-ს ჯარების ჩაყენების საკითხი.ეს ეკონომიკურადაც სასარგებლო იქნება და პოლიტიკურადაც.თუ არადა,მივეკედლოთ ისევ შვენს მწამებელ რუსებს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×