სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    03.07.2019

     2000 წელს, როცა პუტინი ახალი გაპრეზიდენტებული იყო, ტრაგედია დატრიალდა რუსული სამხედრო ფლოტის სიამაყე წყალქვეშა ნავ "კურსკზე". მაშინ 118 მეზღვაური დაიღუპა და ეს კატასტროფა რუსეთის სახელმწიფოში არსებული ძირეული პრობლემების ერთგვარი ლაკმუსი აღმოჩნდა.

    მსგავსი კატასტროფა ორშაბათსაც დატრიალდა, ისევ წყალქვეშ და ისევ რუსული სამხედრო ფლოტის საამაყო აპარატზე. მართალია, ამჯერად მსხვერპლი ბევრად ნაკლებია, 14 კაცი, მაგრამ თავისი მასშტაბით და მნიშვნელობით ის გარკვეულწილად "კურსკის" ტრაგედიის განმეორებას წარმოადგენს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დაღუპულები რუსეთის სამხედრო ფლოტის ელიტას წარმოადგენდნენ, მათ შორის ორი კი, არც მეტი არც ნაკლები, "რუსეთის გმირის" სტატუსს ატარებდა.

    1 ივლისს ღამის 20:30 წუთზე რუსეთის ტერიტორიულ წყლებში ჩრდილოეთის ზღვაში ღრმაწყლოვანი კვლევის უახლეს წყალქვეშა აპარატ "ლოშარიკზე" ხანძარი გაჩნდა, რომელსაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეკიპაჟის 14 წევრი ემსხვერპლა.

    ეს აპარატი უაღრესად გასაიდუმლოებულია. დასავლეთის და რუსეთის ოპოზიციურ მედიაში გავრცელებული ცნობებით ის ოკეანის ფსკერზე გამავალ კაბელებზე მანიპულირებისთვისაა შექმნილი და ამ მხრივ შეუძლია როგორ სადაზვერვო მონაცემების მოპოვება, ასევე, ომის შემთხვევაში, ამ კაბელების დაზიანება.

    "ლოშარიკი" სპეციალური წყალქვეშა ნავია, რომელსაც 6 კილომეტრამდე შეუძლია დაშვება ოკეანეში. ის ოფიციალურად "რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დავალებით ოკეანის ფსკერის კვლევას" აწარმოებდა, თუმცა ამ მოკრძალებული მისიის ბევრს არ სჯერა. როგორც რუსი ოპოზიციონერი მიმომხილველი ალეკსანდრ კუშნარი წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გააჩნია სხვა დანიშნულება, გარდა "დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული მიზნებისა."

    ღრმაწყლოვანი აპარატის აც-31 „ლოშარიკის"პროექტირება 1988-90 წლებში ქალაქ პეტერბურგში განხორციელდა, თუმცა დაფინანსების შეფერხების გამო პროექტი საბოლოოდ 2003 წელს დასრულდა.

    „ლოშარიკს" აქვს ტიტანის კორპუსი,მისი სიგრძე 69 მეტრია, ხოლო სიგანე 7 მეტრი. მის შიგნით არის მოთავსებული რამდენიმე სათავსო, რომლებიც ერთმანეთს გადასასვლელებით უკავშირდება, ერთ ერთ მათგანში ბირთვული ელექტროსადგური მდებარეობს. აპარატის სიჩქარე დაახლოებით 30 კვანძია.

    დაზიანებული "ლოშარიკი" ახლა ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის სანაპიროზე მდებარე პორტ მურემანსკშია გადაყვანილი. ფაქტზე გამოძიება რუსეთის საზღვაო ძალების სარდლის, ნიკოლაი ევმენოვის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    სტატუს ქუო   (04.07.2019)
    ასე ორორად როდის გაწყდებით...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×