სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "რაფტორების ჩაყვანა ეს უკვე რეალური სიგნალია" - აშშ-მ რეგიონში უახლესი ავიაგამანადგურებლები განათავსა
    თამარ შუკვანი
    04.07.2019

     ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი იმუქრება, რომ 7 ივლისის შემდეგ თეირანი ურანს იმ დონემდე გაამდიდრებს, სადამდეც სურს, ანუ ბირთვული შეთანხმებით დაწესებული ზღუდის ზემოთაც. 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმების თანახმად, ურანის კონცენტრაციის ლიმიტად 3,67 %-ით განისაზღვრა. უფრო მეტად გამდიდრებული ურანი უკვე ბირთვულ იარაღში შეიძლება იყო გამოყენებული. ამას კი ამერიკა და ისრაელი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ირანის ამ განცხადების საპასუხოდ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ასეთი მუქარა თავად თეირანს დააზარალებს.

    „ირანმა ახლახან გააკეთა ახალი განცხადება, რომ ურანის გამდიდრება გაიზრდება ნებისმიერ ზღვრამდე, რამდენიც მოესურვება, თუ არ იქნება მიღწეული ახალი ბირთვული შეთანხმება. ფრთხილად მოეკიდე მუქარებს, ირანო! ისინი უკან მოგიბრუნდება, რათა დაგკბინოს ისე, როგორც არავინ ყოფილა დაკბენილი," - წერს ტვიტერში დონალდ ტრამპი.

    ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ვითარება ორ სახელმწიფოს შორის საკმაოდ დაძაბულია; იგი ვარაუდობს, რომ 7 ივლისის შემდეგ აშშ ირანზე საჰაერო დარტყმებს განახორციელებს, რასაც ირანის პასუხი აუცილებლად მოჰყვება.

    „ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა. სავარაუდოდ, ირანზე თავდასხმა განხორციელდება. ამაზე მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ გუშინ ყატარში ცხრა ერთეული ეფ-22 რაფტორის სტრატეგიული ავიაგამანადგურებელი ჩაფრინდა, რომელიც, ფაქტობრივად, გამზადებულია, რომ ირანის სტრატეგიულ ობიექტებს პირდაპირი დარტყმები მიაყენოს. ეს ე.წ. უხილავი, სტელზის ტექნოლოგიით დამზადებული თვითმფრინავებია. ამასთანავე, ამერიკამ დაიწყო თავისი არასაბრძოლო კონტიგენტის სრული ევაკუაცია ერაყიდან. ეს, ფაქტობრივად, არის სრული მზადება საბრძოლო ოპერაციებისათვის.

    „დაპირისპირება, სავარაუდოდ, 7 ივლისის მერე დაიწყება. ამ დღეს სრულდება ჟენევის მოლაპარაკებების მიხედვით გათვალისწინებული ირანის მიერ აღებული ვალდებულება. ირანი, ამერიკის პოზიციის გამო, ამ ხელშეკრულების გაგრძელებას არ აპირებს. ირანს სურს თავის ურანის გამდიდრება. რაფტორების ჩაყვანა ეს უკვე რეალური სიგნალია. 12 ერთეული უნდა ყოფილიყო, თუმცა სამი ტექნიკური მიზეზის გამო ვერ ჩავიდა. ამერიკის მეხუთე ფლოტის ორ ავიამზიდზე ასევე განლაგებული ბომბდამშენები, სავარაუდოდ 60 ერთეული, რომლებიც გამზადებულია იმისათვის, რომ ირანზე საჰაერო დარტყმები განახორციელოს და ამას დაემატება ფრთოსანი რაკეტები," - აღნიშნა მან.

    მაისაიას განცხადებით, აშშ-ის მიერ დარტყმის განხორციელების შემთხვევაში რუსეთი ირანის მხარეს დადგება.

    „ეს იქნება გლობალური დაპირისპირება, რადგან ირანზე თავდასხმა გლობალური დონის შედეგებს გამოიწვევს. საქართველო აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირეა. ირანი, სავარაუდოდ, სერიოზულ კონტრ-ზომებზე წავა. ამერიკელები საკმაოდ სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდებიან, შეიძლება რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი გაანადგურონ, მაგრამ ირანსაც გააჩნია საკმაოდ სერიოზული შეიარაღება, რომლის მხოლოდ ნაწილი ჩანს, გარკვეული ნაწილი კი არ არის წარმოჩენილი. რუსების სისტემებიც ირანელების მხარეზე იმუშავებს. განსაკუთრებით, ოკუპირებულ აფხაზეთში და სომხეთში. ამ შემთხვევაში, რუსები ირანს დაეხმარებიან, რომ მათ მოახდინონ ინფორმაციის მიწოდება," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

    ცნობისათვის, მაისში ჰასან რუჰანიმ შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს 60 დღე მისცა იმისათვის, რომ ირანის ეკონომიკა ვაშინგტონის მიერ შემოღებული სანქციებისაგან დაეცვათ. ხოლო ამ შეთავაზების ვადა 7 ივლისს იწურება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ზაზა   (08.07.2019)
    მიდი ირან. დაჰკარ. ერთი ამერიკის დედაც

    mzirali   (04.07.2019)
    შეიძლება ეს დეზაა რომ დააშინონ ირანი...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved