სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    08.07.2019

      

    7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემაში, „პოსტსკრიპტუმის" წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. მან პუტინს რუსულად აგინა. ტელეწამყვანის მიმართვა დაგმო საქართველოში საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ნაწილმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი ამ განცხადებას სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობა უწოდეს.

    გაბუნიას მიმართვას გამოხმაურება მოჰყვა რუსეთის მხრიდანაც - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „რუსთავი 2"-ის წამყვანის განცხადება დაგმო და აღნიშნა, რომ შესაბამისი ორგანიზაციების მხრიდან ადეკვატურ რეაქციას ელოდებიან.

    „კატეგორიულად ვგმობთ თავისი სიმდაბლით უპრეცედენტო გამოხტომას, მიუღებელი უცენზურო გამონათქვამების გამოყენებით რუსეთის ხელმძღვანელობის მიმართ, მოწყობილს ქართულ ტელეარხ „რუსთავი2"-ზე. ამას განვიხილავთ, როგორც კიდევ ერთ აშკარა პროვოკაციას საქართველოს რადიკალური ძალების მიერ, რომელიც მიმართულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ძირის გამოსათხრელად.

    ველოდებით ადეკვატურ რეაქციას პროფილური საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან (საზოგადოებისგან). ამის მსგავს გამოვლინებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს ცივილიზებულ ქვეყნებში," - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში, რომელსაც სააგენტო „ტასი" ავრცელებს.

    რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ამ განცხადებას „ქართველი ხალხის სირცხვილი" უწოდა. ამის შესახებ „ინტერფაქსი" იუწყება. ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის წამყვანის გაკეთებულ განცხადებებს „საქართველოს უბედურება" უწოდა.

    რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის მდივანმა და საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელმა ტიმურ შაფირმა გიორგი გაბუნიას საქციელი „არასრულფასოვანი ადამიანის ექსტრავაგანტური გამოხტომად" მონათლა.

    რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის წევრმა სერგეი კალაშნიკოვმა კი განაცხადა, რომ ჟურნალისტის ქმედება რეაგირებას არ საჭიროებს და გაბუნიას განცხადებას „ხულიგნური საქციელი" უწოდა.

    რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეების კომიტეტის წევრი ევგენი პრიმაკოვი აუცილებლად მიიჩნევს, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობის გაყინვას" ქართველი წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×