სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    12.07.2019

     ამერიკის დაჟინებული თხოვნის, ბოლოს კი ულტიმატუმის მიუხედავად, ერდოღანმა რუსულ რაკეტებზე უარი მაინც არ თქვა და ზუსტად ამჟამად ანკარას სიახლოვეს მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე რუსულმა ავიაციამ ეს-400-ის სისტემების პირველი პარტია ჩაიტანა.

    შესაბამისად, ჩინეთისა და ბელორუსის შემდეგ, თურქეთი მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც ეს უახლესი რუსული ანტისაჰაერო სისტემები მიიღო.

    მეტიც, თურქეთის ავტოკრატი ლიდერი ვაშინგტონს იქით ემუქრება, რომ თუ ამერიკელები ქვეყნის წინააღმდეგ სანქციებს არ გააუქმებენ, ის მხოლოდ ანტისაჰაერო სისტემებით არ შემოიფარგლება და რუსებისგან უკვე ავიაგამანადგურებლებსაც იყიდის.

    შეგახსენებთ, რომ ამერიკა თავიდანვე ამ გარიგების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რასაც იმით ხსნიდა, რომ რუსულმა სისტემებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ უახლეს ავიაგამანადგურებელ ეფ-35-ს. ვაშინგტონი დაიმუქრა, რომ თუ ანკარა ამ გარიგებაზე უარს არ იტყოდა, მას ეფ-35-თან დაკავშირებული სამხედრო პროგრამიდან გარიცხავდა, რაც გააკეთა კიდეც.

    ამერიკელები ერდოღანს სთხოვდნენ, რომ ეს-400-ის ნაცვლად საკუთარი ანალოგიური სისტემები „პეტრიოტი" ეყიდა, რაზეც ერდოღანმა კატეგორიული უარი განაცხადა.

    ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში ამერიკამ თუქრეთს ეფ-35-ებისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდება შეუწყვიტა. მაისის ბოლოს კი ორკვირიანი ულტიმატუმი წაუყენა, რაც ეფ-35-ის პროგრამიდან მის საერთოდ ამოგდებას გულისხმობს.

    როგორც ჩანს, ულტიმატუმმა არ გაჭრა და ამერიკელებმა უარი თქვეს, არა მარტო ეფ-35-ების თურქეთის სათადარიგო ნაწილებით მომარაგებაზე, არამედ თვითმფრინავების მიწოდებაზე და თურქი მფრინავების წვრთნაზეც.

    ამას გარდა, როგორც ამერიკული გამოცემა "ბლუმბერგი" იტყობინება, ამის საპასუხოდ თურქები ახლა განიხილავენ ვარიანტებს, რომ ამერიკული ავიაგამანადგურებელი რუსული ანალოგებით ჩაანაცვლონ.

    მთლიანად, ეს-400-თან დაკავშირებული გარიგება თურქეთს 2.5 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

    აქვე შეგახსენებთ, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, მისი ჯარი კი ალიანსის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთი უდიდესია.

    ნატომ უკვე გააკეთა განცხადება, რომ ამ გარიგებით "შეშფოთებულია".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×