სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    03.08.2019

     ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს სანქციების მეორე პაკეტს უწესებს, რომელიც ინგლისის ქალაქ სოლსბერიში, რუსული გრუ-ს ყოფილი ოფიცრისა და მისი შვილის, სერგეი და იულია სკრიპალების, 2018 წლის 4 მარტს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით „ნოვიჩოკით" მოწამლვას უკავშირდება. ბრიტანეთი დარწმუნებულია, რომ სკრიპალების მოწამლვაში რუსეთის ხელი ურევია. თუმცა, აშშ-მ სასანქციო პაკეტიდან რამდენიმე პუნქტი მაინც ამოიღო.

    სანქციების მეორე პაკეტი უკავშირდება რუსეთის სახელმწიფო ვალსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს უყენებს მოთხოვნას, რომლის თანახმადაც მათ აღარ უნდა მისცენ მოსკოვს კრედიტები.

    „სანქციების მეორე რაუნდი ითვალისწინებს შემდეგს: აშშ წინააღმდეგი იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ისეთებისგან როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რუსეთისთვის ნებისმიერი სახის კრედიტის, დაფინანსებისა თუ ტექნიკური დახმარების გაწევის", - წერია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

    სახდეპის პრესსამსახურის უფროსი მორგან ორტეგუსი აცხადებს, რომ სანქციები ძალაში შევა 19 აგვისტოს და გაგრძელდება, როგორც მინიმუმ, ერთი წელი. მანვე განმარტა, რომ აღნიშნული სანქციები რუსეთს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მილიარდობით დოლარის ორმხრივ კომერციულ საქმიანობაზეც შეუზღუდავს წვდომას.

    გარდა ამისა, შეზღუდვები შეეხება რუსეთში საქონლის ექსპორტს. კერძოდ, საუბარია ამერიკული წარმოშობის პროდუქტების ხელმისაწვდომობაზე, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რუსული პროგრამებისთვის, რომელიც ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის განვითარებას შეეხება. მსგავსი საქონლის რუსეთში შეტანაზე ამერიკის შეერთებული შტატები „უარის პრეზუმპციას" გამოიყენებს.

    ამავდროულად, ამერიკამ რამდენიმე გამონაკლისი დაუშვა სანქციების ახალ პაკეტში, რომელიც ძირითადად ექსპორტის საკითხს უკავშირდება. კერძოდ, როგორც სახდეპის განკარგულებაში წერია, „ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაადგინა, რომ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, აშშ-ს სჭირდება ექსპორტზე სანქციებისთვის ნაწილობრივ უარი თქმა".

    თავის მხრივ, რუსეთში აშშ-ის მიერ „სკრიპალების საქმის" გამო სანქციების მეორე პაკეტის შემოღების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი, შეგახსენებთ, რომ პირველი პაკეტი გასული წლის 27 აგვისტოს მიიღეს. აღნიშნულთან დაკავშირებით რუსი მაღალჩინოსნების რეაქცია უცვლელი დარჩა - ისინი აცხადებენ, რომ აშშ-ის სანქციები უსაფუძვლოა და თანაც უნაყოფო.

    კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ-მ 2011 წლიდან რუსეთს 72-ჯერ დაუწესა სანქციები, რომელიც კრახს განიცდის:

    „ის ფაქტი, რომ ამჟამინდელი სანქციები 2011 წლიდან 72 იქნება, თვალსაჩინოს ხდის ყველა წინა მცდელობის კრახსა და ახალი სანქციების განწირულობას", - ამბობს ზახაროვა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×