სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    06.08.2019

     თურქეთი თავისი საზღვრების უსაფრთხოების ურზუნველსაყოფად მასთან მომიჯნავე სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ახალ სამხედრო ოპერაციას დაწყებას გეგმავს. გამოცემა „ჰაბერტურკის“ ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმ  6 აგვისტოს ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    „ჩვენი მთავარი მიზანია სირიის ჩრდილოეთის ტერორისტებისგან გასუფთავება. აშშ-სა და ნატო-სგან ველოდებით ნაბიჯებს, რომელიც ჩვენი პარტნიორული ურთიერთობების შესაბამისი იქნება... 

    ეს ზონა სიმსივნესავით იზრდება და მყარდება ანკარის მოკავშირეების მიერ მიწოდებული შეიარაღების ხარჯზე. თუ თურქეთი არ იმოქმედებს ახლა, მომავალში უფრო მაღალი ფასის გადახდა მოუწევს, ხოლო თურქეთის უსაფრთხოება ნატო-სა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებაა“, - განაცხადა ერდოღანმა.

    აღსანიშნავია, რომ თურქეთის ხელისუფლება ევფრატის აღმოსავლეთით სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ ჯერ კიდევ გასული თვის დასაწყისში ალაპარაკდა, თუმცა კონკრეტული გეგმებზე საუბარი არ ყოფილა. ტერიტორიები, რომლის შესახებაც ერდოღანმა ისაუბრა, ამჟამად ქურთების მიერ შექმნილი სამხედრო შენაერთების მიერ კონტროლდება.

    ცნობილია, რომ  აღნიშნულ შენაერთებს აშშ უჭერს მხარს, ხოლო თურქეთში კი ტერორისტულ ორგანიზაციებადაა აღიარებული, რის გამოც ანკარა აქტიურად მოითხოვს ამერიკისგან ქურთებისთვის დახმარებისა და იარაღის გადაცემის შეწყვეტას.

    თურქეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ეს ახალი ოპერაცია მათ მიერ 2016-2017 წლებში სირიაში ჩატარებული „ევფრატის ფარისა“ და 2018 წლის „ზეთისხილის რტოს“ გაგრძელება იქნება. 

    რუსული „რია ნოვოსტი“ თურქულ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მსგავსი ოპერაციის დაწყება თურქეთს 11 აგვისოტოს შემდეგ შეუძლია. წყაროს თქმით, ოფიციალურმა ანკარამ და ვაშინგტონმა დღემდე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ევფრატის აღმოსავლეთით უსაფრთხოების ზონის ტერიტორიის ზომებთან დაკავშირებით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×