სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    09.08.2019

     ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, მახაჩკალაში მის წინააღმდეგ გამართულ საპროტეტსო აქციას ეხმაურება და დაღესტნელებს საპროტეტსო აქციის გამართვას არა მახაჩკალაში, არამედ გროზნოში სთავაზობს. ცნობისთვის, 8 აგვისტოს მახაჩკალაში  გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც შეკრებილი იყო 100-მდე ადამიანი, ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის განცხადებებს აპროტესტებდნენ, რომელიც მან XIX საუკუნეში რუსების წინააღმდეგ ომში იმამ შამილის როლზე გააკეთა.

    საქმე ეხება 2 საუკუნის წინანდელი კავკასიის ომის კადიროვისეულ შეფასებას. ჩეჩნეთის ლიდერის აზრით, მაშინ იმამი შამილი თავისი მოქმედებით პირდაპირ და ირიბად ჩეჩნების ფიზიკურ განადგურებას უწბობდა ხელს.

    თავად კადიროვი აცხადებს, რომ ინტერვიუში, რომელიც მან გამოცემა „ჩეჩნია სეგოდნიას“ მისცა, მისი სიტყვები არასწორად იყო ინტერპრეტირებული. მისი თქმით, იგი დიდ პატივს სცემს შამილს, როგორც სულიერ ლიდერს და ცუდს რომც ფიქრობდეს მასზე, ამას ხმამაღლა არც იტყოდა, რადგან იცის, რომ „დაღესტნელი ძმები შამილს ეროვნულ გმირად მიიჩნევენ“.

    თუცმა, თავის ახალ განცხადებაში კადიროვი რამდენიმე შენიშვნას აძლევს თავად დაღეტნელებს, რათა მათ გადახედონ თავიანთ დღევანდელ ყოფას და კარგად გაიაზრონ არიან თუ არა შამილის მემკვიდრეები და მიმდევრები - გადახედონ თავის გვერდებს სოციალურ ქსელებში და დააკვირდნენ თავის ქალებს, რომლებიც „ნახევრად შიშვლები დადიან“.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×