სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    15.08.2019

     ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა რუსეთი ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიების ქურდობაში დაადანაშაულა. ტრამპის მრჩეველი დარწმუნებულია, რომ რუსეთმა ახალი შეიარაღების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიები სწორედ აშშ-ს მოჰპარა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია, რადგან მსგავსი ტექნოლოგიები შესაძლოა, სხვა ქვეყნებსაც ჩაუვარეს ხელში. ამის შესახებ ბოლტონმა „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.

    უფრო კონკრეტულად ბოლტონი ჰიპერბგერითი შეიარაღების ტექნოლოგიებზე საუბრობდა, თქვა, რომ მისი ინფორმაციით რუსეთი სულ უფრო მეტს ხარჯავს თავდაცვაზე. კერძოდ, საუბარია ბირთვული იარაღის მოდერნიზებაზე, ახალი ტიპის ჰოპერბგერით, მათ შორის ფრთოსან რაკეტებზე, რომლებიც ამერიკული რაკეტებისგან არის კოპირებული.

    ბოლტონის განცხადებით, არხანგელსკის ოლქში აფეთქებისას "ფაქტია, რომ რაღაც დაუგეგმავად მოხდა".

    „რუსეთის ეკონომიკის მოცულობა დაახლოებით ნიდერლანდისას უტოლდება, თუმცა თავდაცვაზე ის მაინც იმდენ თანხას ხარჯავს, რომ არა მხოლოდ თავისი ბირთვული არსენალის მოდერნიზება შეუძლია, არამედ მათი ადგილზე მიტანის ახალი საშუალებების, მართვადი საბრძოლო ბლოკის მქონე რაკეტებისა და ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტების შექმნის უნარიც აქვს, რისთვისაც მნიშვნელოვანწილად ამერიკისგან მოპარულ ტექნოლოგიებს იყენებს," - ამბობს ბოლტონი.

    ცნობისთვის, ბრიტანული „დეილი მეილის" ინფორმაციით, 8 აგვისტოს არხანგელსკში ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე მომხდარი აფეთქების გამო რადიაციულმა ფონმა, სულ მცირე, 20-ჯერ მოიმატა. აღნიშნული მონაცემების საპირისპიროდ, რუსეთის პირველი ოფიციალური ინფორმაციით, რადიაციის დონემ მოიმატა სულ რაღაც 2-ჯერ, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

    10 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ პირველად აღიარა, რომ ობიექტი არხანგელსკის ოლქში, რომელზეც 8 აგვისტოს აფეთქება მოხდა, შესაძლოა რადიაციის წყარო ყოფილიყო.

    12 აგვისტოს კი რუსეთის ქალაქ საროვის ბირთვული ცენტრის ხელმძღვანელობამ არხანგელსკის ოლქში მომხდარი აფეთქების დეტალები გაამხილა. ფიზიკოსების მტკიცებით, თეთრ ზღვაში ბირთვული რეაქტორი აფეთქდა.

    აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 8 აგვისტოს, რუსეთში, არხანგელსკის ოლქში ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი" (ნატოს კლასიფიკაციით Skyfall) ბირთვული დანადგარით აფეთქდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა.

    „აშშ ბევრს სწავლობს რუსეთში რაკეტის აფეთქების მაგალითზე. ჩვენ გვაქვს მსგავსი, თუმცა უფრო მოწინავე ტექნოლოგიები. რუსული Skyfall-ის აფეთქებამ ხალხი აიძულა ჰაერის დაბინძურებაზე ენერვიულა. ცუდია", - წერს ტრამპი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×