სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    15.08.2019

     რუსეთში დემოგრაფიული კატასტროფაა. უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში შობადობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, რასაც არა მხოლოდ „ომის ექოს", არამედ უკვე ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისს აბრალებენ. ამის შესახებ რუსეთის სახელმეიფო სტატისტიკის ფედერალური სამსახური „როსსტატი"თავის კვლევებზე დაყრდნობით იუწყება.

    2019 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით ბუნებრივი კლების მაჩვენებელმა 200 ათასი ადამიანი შეადგინა. აღნიშნული მონაცემების „როსსტატმა" ოთხშაბათს გამოაქვეყნა.

    მონაცემების ძალიან დაბალი მაჩვენებელი ხელისუფლებაშიც შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მიღებული ზომების მიუხედავად, რაც ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციებისა თუ დახმარების გაწევას გულისხმობს, დემოგრაფიული მაჩვენებელი კატასტროფულს უახლოვდება.

    იავარ-ივნისის მონაცემებით რუსეთში მოსახლების ბუნებრივი კლების მაჩვენებელმა 198,8 ათასი ადამიანი შეადგინა. 2018 წელთან შედარებით ამ მაჩვენებელმა 21%-ით მოიმატა - გასულ წელს რუსეთში ბუნებრივმ კლებამ 164 ათასი შეადგინა.

    2019 წლის პირველ ნახევარში დაბადებულთა რაოდენობამ 719,7 ათასი შეადგინა, რაც დაახლოებით 8%-ით ნაკლებია 2018 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებთან შედარებით, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა წელს 918,5 ათასამდე ავიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საგრძნობლად, დაახლოებით 8%-ით, შემცირდა ჩვილთა სიკვდილიანობა.

    ივლისის დასაწყისში ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან ნელი ტემპით მცირდება, ხოლო ბუნებრივი კლების მაჩვენებელი კი კატასტროფული სისწრაფით იზრდება:

    „ქვეყნის მოსახლეობას კატასტროფულად ვკარგავთ. ოთხ თვეში მოსახლეობის ბუნებრივმა კლებამ დაახლოებით 149 ათასი ადამიანი შეადგინა. ეს იმის მანიშნებელია, რომ შობადობის დონე მცირდება და მცირდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი, მაქგრამ არა ისეთი ტემპებით, როგორითაც ვისურვებდით", - აღნიშნა მან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    tatoo   (16.08.2019)
    ისე არც ჩვენ გვაწყენდა ფინანსური წახალისება იმ ოჯახების სადაც სამზე მეტი ბავშვი იქნება


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×