სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    18.08.2019

     არხანგელსკის რეგიონალური საავადმყოფოს ექიმები არ გააფრთხილეს, რომ სამი ადამიანი, რომელიც  სამხედრო-საზღვაო ფლოტზე აფეთქებისას დაშავებულებს რადიაციული დასხივება ჰქონდათ მიღებული. ამის შედეგად ერთ-ერთმა მკურნალმა ექიმმა ასევე დასხივება მიიღო. ამის შესახებ „მოსქოუ თაიმსს“ ამავე დაწესებულების ექიმებმა უამბეს და უსაფრთხოებიდან გამომდინარე ანონიმურობის დაცვა მოითხოვეს.

    ექიმების თქმით, 8 აგვისტოს აფეთქებისას დაზარალებულები ტანსაცმლისა და გამჭირვალე, პლასტიკური სპეციალური დამცავი ჩანთების გარეშე მიიღეს, ექიმებმა იეჭვეს, რომ საქმე ეხებოდა რაიმე სერიოზულს, მაგრამ არც საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ, არც ჯანდაცვის სამინისტრომ და არც რეგიონალურმა ხელისუფლებამ არ აცნობეს მათ რადიაციისგან დაცვის აუცილებლობის შესახებ.

    „მოსქოუ თაიმსი“ წერს, რომ მისი არცერთი რესპოდენტი ექიმი უშუალოდ აფეთქების მსხვერპლთან არ მუშაობდა, თუმცა ისინი 12 აგვისტოს ამ საკითხზე გამართულ ოფიციალურ პრესკონფერენციას ესწრებოდნენ. 

    ექიმების ცნობით, „ეფ-ეს-ბემ“ საავადმყოფოს მთელ პერსონალს, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდათ დაზარალებულებთან, გაუთქმელობის ხელწერილი ჩამოართვა

    „მათთვის ძალა არ დაუტანებიათ, მაგრამ როდესაც „ეფ-ეს-ბეს“ სამი ოფიცერი მოდის გამზადებული სიით და ეუბნებიან ყველას, ვინც ამ სიაშია, რომ საბუთს ხელი უნდა მოაწერონ, ვინ გაბედავდა უარს?!“ - აცხადებენ ერთ-ერთი ექიმი.

    „მოსქოუ თაიმსის“ ცნობით, ექიმები, „მსუბუქად რომ ვთქვათ, უკიდურესად აღშფოთებული არიან“, რადგანაც ეს ჩვეულებრივი სახელმწიფო საავადმყოფოა და ასეთი პაციენტების მკურნალობის შედეგად, მითუმეტეს ექიმებისათვის მათი დასხივების შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო, შესაძლოა იმ პერიოდში საავადმყოფოში მყოფი უდანაშაულო ადამიანები დაზარალებულიყვნენ.

    გამოცემისვე თქმით, ექიმებმა 12 აგვისტოს ბრიფინგზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისთვის მოამზადეს ამ თემასთან დაკავშირებული კითხვები, მაგრამ არცერთ მათგანზე არ მიიღეს პასუხი. ექიმები კითხვებთან ერთად დაინტერესდნენ იმ ფაქტითაც, თუ რატომ მიიყვანეს დაზარალებულები საჯარო საავადმყოფოში და არა სამხედრო ჰოსპიტალში.

    საბოლოოდ, არხანგელსკის საავადმყოფოს თანამშრომლებს მოსკოვში სამედიცინო შემოწმების გავლა შესთავაზეს. ამაზე საავადმყოფოს 60-მდე ექიმი დათანხმდა. შედეგად, ერთ-ერთ ექიმს კუნთოვან ქსოვილშჲ რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ-137 აღმოაჩნდა.

    შეგახსენებთ, რომ არხანგელსკის ოლქში, რუსულ სამხედრო პოლიგონზე მომხდარი აფეთქება, რომელმაც რადიაციის დონის მკვეთრი მატება გამოიწვია და მთელი მსოფლიო აალაპარაკა, დღემდე ბურუსითაა მოცული. კონკრეტული პასუხი იმაზე, თუ რა მოხდა სინამდვილეში, არავის აქვს. თუმცა სამხედრო პოლიგონის ახლოს მდებარე სოფლის ევაკუაცია მოსკოვმა უკვე გამოაცხადა, მაგრამ მიზეზად სულ სხვა გარემოება დაასახელა.

    8 აგვისტოს არხანგელსკის ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე მომხდარი აფეთქების გამო რადიაციულმა ფონმა, „გრინპისის“ მონაცემებით, სულ მცირე, 20-ჯერ მოიმატა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×