სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    20.08.2019

     საფრანგეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში ემანუელ მაკრონსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული შეხვედრა, როგორც ჩანს. არც ისე მშვიდი გამოდგა. დახურულ კარს მიღმა საუბრის დაწყებამდე პრეზიდენტებმა ფორტ ბრეგანსონის რეზიდენციაში ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს, სადაც ბოლო პერიოდში რუსეთში განვითარებულ ორ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით კამათი მოუვიდათ.

    დაძაბულობამ განსაკუთრებით მაშინ მოიტამა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტს თითქმის ერთი თვის განმავლობაში პირველად მოუწია კომენტარის გაკეთება მოსკოვში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, რომელთა მსვლელობისას 2 000-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს და ორი აქცია დაარბიეს.

    პუტინმა მოსგორდუმას არჩევნებში მონაწილე დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდამჭერი აქცია პარიზში პერმანენტულად მიმდინარე „ყვითელი ჟილეტების" აქციას შეადარა, რამაც მაკრონის გაღიზიანება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ პუტინი პირველად არ იყენებს „ყვთელი ჟილეტების" მაგალითს საკუთარი ქმედებებისა გასამართლებლად.

    „პრეზიდენტმა (პუტინმა) ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთში მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, რომელსაც თან ახლდა ძალადობის ფაქტები. მართლაც, ამ აქციების დროს ბევრი პოლიციელი დაშავდა და მე ძალიან შეშფოთებული ვარ ამ სიტუაციით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საფრანგეთი ყოველთვის პატივს სცემდა არა მხოლოდ საკუთარ კონსტიტუციას, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.

    „როდესაც გარკვეული პირები არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს, პოლიცია ერევა ამ საქმეში. მაგრამ, რაც შეეხება „ყვითელ ჟილეტებს", რომელთა შესახებაც პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ევროპარლამენტის ბოლო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატები წარედგინათ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ერთკმანეთისგან განვასხვაოთ გამოხატვის თავისუფლება და საზოგადოებრივი წესრიგის საკითხები", - განაცხადა მაკრონმა.

    საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვების შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთშიც იგივე ხდება და თვითონაც ასევე იქცევიან (პატივს სცემენ აზრის გამოხატვის თავისუფლების კანონს და ძალისმიერი მეთპდებით არ შლიან მშიდობიან აქციებს):

    „ეს ღონისძიებები წინასწარ იყო შეთანხმებული, სანქცირებული მთავრობის მიერ და ჩატარდა მშვიდობიანად ყოველგვარი ექსცესების გარეშე. მინდა, რომ ჩვენთანაც და სხვა ქვეყნებშიც სამომავლოდ ყველაფერი ასე გაგრძელდეს", - განმარტა პუტინმა.

    კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც პრეზიდენტებს შორის სიტუაციის დაძაბვა გამოიწვია, 8 აგვისტოს არხანგელსკის ოლქის ქალაქ სევეროდვინსკში ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე მომხდარი აფეთქება იყო, რომლის გამოც რადიაციულმა ფონმა, სავარაუდოდ, სულ მცირე, 20-ჯერ მოიმატა. თუმცა პუტინმა თავი აქაც იმართლა და განაცხადა, რომ სახიფათო არ მომხდარა არაფერი, სიტუაციას აკონტროლებენ და 8 აგვისტოს მომხდარი აფეთება მოსახლეობისთვის, გარდა აფეთქების დროს დაღუპული 5 ადამიანისა, არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს:

    „არანარი საფრთხე მანდ არ არსებობს და არანაირი გაზრდილი (რადიაციული) ფონი იქ არ არის. ამჟამად, მიიღება პრევენციული ღონისძიებები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი მოულოდნელობა", - ამბობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Nodar   (20.08.2019)
    putin dedashens shesca makronma da mtelma safrangetma


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×