თამარ შუკვანი
23.08.2019

 ახალი რუსული ტანკი „არმატა," რომელზეც კრემლი უდიდეს იმედებს ამყარებდა, იმდენად წარუმატებელი პროექტია, რომ თავად რუსეთის თავდაცვის სამინისტროც კი არ ყიდულობს.

ბოლო მონაცემებით, 2019 წელს ურალის მთებში, სვერდლოვსკის ოლქში განთავსებული სატანკო ქარხანა რუსეთის თავდაცვის სამინინისტროს სულ რაღაც 16 მანქანას მიაწვდის. არადა თავდაპირველ გეგმაში იყო, რომ ყოველწლიურად 32 მანქანა უნდა მიეწოდებინა.

მიზეზის შესახებ სხვადასხვა წყაროები ანონიმურად წერენ, რომ ეს ტანკი ჯერ კიდევ გამოცდის პროცესშია და მის საიმედოობაზე ეჭვი თვითონ რუს სამხედრო სპეციალისტებსაც ეპარებათ.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ რამდენიმე თვის წინ, რუსულმა სამხედრო გამოცემა „ვოენოე აბოზრენიემ" ისიც განაცხადა, რომ „არმატა" ფაქტიურად სამუზეუმო ექსპონატად იქცა და მხოლოდ მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი აცოცხლებს.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ტანკ „ტე-14 არმატას" რამდენიმე ფუნდამენტური ხარვეზი აქვს, რომელიც უნდა აღმოიფხვრას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ბძოლის ველზე არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია. ეს ეხება როგორც მის ძრავს, ასევე გადაცემათა კოლოფს და დამიზნების სისტემას.

ამის გარდა პრობლემებია ეკიპაჟის მიერ ტანკის მართვასთან დაკავშირებითაც, რაც ტანკის თავისებურებიდან გამომდინარე უფრო მაღალი დონის ოპტიკურ საშუალებებს და ელექტრონიკას მოითხოვს, ვიდრე მას დღეს გააჩნია.

სიტუაციას ისიც ართულებს, რომ რუსეთისთვის დასავლეთის წამყვან ქვეყნებს დადებული აქვთ სანქციები, რაც ტანკის შემქმნელებს პრობლემას უქმნის, რომ ის უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებით აღჭურვონ.

რამდენიმე კვირის წინ ვიცე-პრემიერმა იური ბორისოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები არ ყიდულობენ დიდი რაოდენობით „არმატებს" მათი სიძვირის გამო და უპირატესობას ანიჭებენ, რომ საბრძოლო პოტენციალი უფრო იაფი მოდელებით აამაღლონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×