სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    28.09.2019

     ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის ჯერ კიდევ გასულ წელს საზღვრის ცვლილებასთან დაკავშრირებული სკანდალი ახლაც გრძელდება, მაგრამ ამჯერად ყურადღების ცენტრში არა თავად სასაზღვრო საკითხი, არამედ ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი მაგომედ დაუდოვია, რომელიც 26 სექტემბერს, გვიან ღამით ჩავიდა საზღვარზე ერთერთ უკმაყოფილო ინგუშ აქტივისტთან „საქმის გასარჩევად" და აღშფოთებული იყო, რადგან ე.წ. სტრელკაზე დაბარებული ინგუში არ მივიდა.

    მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელ „იუთუბზე" 26 სექტემბერს გავრცელდა და დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგან გაჩნდა კითხვა - შეეფერება თუ არა მაღალი თანამდებობის პირს მსგავს „გარჩევებზე" სიარული, ნახევრად ქუჩური ლექსიკით საუბარი და თანაც ამის შემდეგ საკუთარი აღფშოფების საქვეყნოდ გამოხატვა?

    ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „კავკაზსკი უზელი" წერს და მედიასაშუალების რესპონდენტები კი დასძენენ, რომ მსგავსი ქცევა არანაირად შეეფერება ჩეჩნეთის რესპუბლიკის მაღალჩინოსანს და ისედაც დაძაბულ ურთიერთობას კიდევ უფრო ამწვავებს. აღსანიშნავია, რომ ჩეჩენი დისიდენტისა და ბლოგერის, ტუმსო აბდურახმანოვის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც დაუდოვია ნაჩვენები, სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან უცენზურო კომენტარები და კრიტიკა მოჰყვა.

    ინგუში აქტივისტი და ისტორიულ -გეოგრაფიული საზოგადოება „ძურძუკის" წევრი იაკუბ გოგიევი „კავკაზსკი უზელთან" საუბარში აცხადებს, რომ დაუდოვის მსგავსი ვიზიტები რესპუბლიკებს შორის არსებულ კონფლიქტს კიდევ უფრო გააღვივებს და აუცილებლად უნდა შეწყდეს:

    „სპიკერს არ შეეფერება ასე სიარული და უცნობი ადამიანების შეხვედრებზე გამოძახება. ეს არის ორ რესპუბლიკას შორის საზღვრის გაყოფასთან დაკავშირებული საკითხის გაგრძელება და დაძაბულობის, ჭორებისა და გაუგებრობის ახალ ტალღას იწვევს. მსგავსი ქმედებები არ წაადგება პრობლემის გადაწყვეტას, პირიქით, გააღრმავებს სიტუაციას. საკითხები გონივრულად უნდა გადაწყდეს და მოგვარდეს", - ამბობს გოგიევი.

    მანვე განმარტა მიზეზი იმისა, თუ რატომ იქცევა დაუდოვი ასე და რატომ „ვერ იღებს ხმას" ვერც ერთი ინგუში ლიდერი:

    „(დაუდოვი) სარგებლობს იმით, რომ პროტესტის ლიდერები ძირითადად დაკავებულები არიან, თვითონ პროტესტი ჩახშობილია, ხოლო რესპუბლიკის ლიდერი კი საეჭვოა, რომ შეეხოს ამ ინცინდენტს. დაუდოვი ყველაფერ ამას ითვალისწინებს თავის ქმედებებში", - აცხადებს გოგიევი.

    ერთერთმა ინგუშმა აქტივისტმა, იზაბელა ევლოევამ გაიხსენა, რომ გასულ წელს რამზან კადიროვისა და მოგამედ დაუდობვის მსგავსმა სტუმრობამ ადგილობრივები ძალიან გააბრაზა და გამწარებული ათასობით ადამიანი მიადგა კადიროვის კორტეჟს. ევლოევას თქმით, მაშინ სასწაულით გადაურჩნენ ღია კონფლიქტის წამოწყებას:

    „აქტიური პროტესტის დროს, როდესაც რესპუბლიკაში სიტუაცია უკიდურესად იყო დაძაბული, მსგავსი ვიზიტები უბრალოდ კი არ აღიზიანებდა ხალხს, არამედ ამწარებდა მათ. მაგალითად, ყარაბულახში (2018 წლის 26 ოქტომბერს ინგუშეთის შს ყოფილ მინისტრთან) აჰმედის (პოგოროვი) სახლთან ათასობით მამაკაცი მივიდა და სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, მაშინ სასწაულით მოახერხეს ღია კონფლიქტისთვის თავის არიდება", - აცხადებს იზაბელა ევლოევა.

    მსგავს პოზიციას იზიარებს პოლიტიკური ექსერტი და სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის, „ცივილიზაციათა დიალოგის", ხელმძღვანელი ალექსეი მალაშენკო, მაგრამ დასძენს, რომ ამ საკითხის განხილვა ორ ჭრილშია შესაძლებელი - იმ შემთხვევაში, თუ დაუდოვი პირადი საქმის მოსაგვარებლად და გასარკვევად იყო ჩასული, მაშინ ეს მისი საქმეა და ყურადღების მიქცევად არ ღირს, მაგრამ თუ ის ე.წ. სტრელკაზე ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერის რანგში მივიდა და პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე საკითხების გადაწყვეტა ასე სცადა - დაუშვებელია:

    „თუ ეს პირადული საკითხია, რომელიც ორ მამაკაცს შორის წარმოიშვა, მაშინ დაუდოვს შეუძლია, რომ მისცეს თავს უფლება, სადაც და ვისთან ერთადაც უნდა იმასთან გადაჭრას საკითხი... მაგრამ თუ საკითხი საზოგადოებრივ - პოლიტიკურია, მაშინ პრობლემის ასე გადაწყვეტას შეგვიძლია სიველურე ვუწოდოთ. თუ ის ფიქრობს, რომ სპიკერის რანგში შეუძლია მსგავსი ქმედებების განხორციელება, მაშინ დროა ჩეჩენი ხალხი დაფიქრდეს, ვინ არის მათი პარლამენტის ხელმღვანელი", - ამბობს მალაშენკო „კავკაზსკი უზელთან საუბრისას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×