სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    02.12.2019

     ინტეგრაციის გაღრმავების შესახებ, 8 დეკემბერს რუსეთსა და ბელორუსს შორის ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის ერთიანი მთავრობის, ერთიანი პარლამენტის, ერთიანი საგადასახადო კანონმდებლობის შექმნას;

    ამის შესახებ ინოფრმაციას ავრცელებს ბელორუსიის მედია, რასაც ადასტურებს ბელორუსიის ელჩი რუსეთში ვლადიმერ სიამაშკო, რომელიც აცხადებს, რომ ბელორუსის პრეზტიდენტმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვალადიმერ პუტინმა მიიღეს გადაწყვეტილება რომ ორ ქვეყანას ერთიანი მთავრობა და პარალმენტი ეყოლება.

    "პრეზიდენტებმა აღიარეს, რომ დასახული მიზანი (1999 წელს მიღებული კავშირის ხელშეკრულება) ამბიციურია და არ შეიცვლება. ინტეგრაცია მოიცავს შემდეგ ფაქტორებს - ერთიანი საგადასახადო კანონმდებლობის შექმნა, საერთო ნავთობის, გაზის და ელექტროენერგიის ბაზრის შექმნა, ერთიანი პარლამენტისა და მთავრობის შექმნა"- აცხადებს ბელორუსიის ელჩი რუსეთში ვლადიმერ სიამაშკო, რომელის კომენტარსაც ავრცელებს ბელორუსიის მედია.

    ის, რომ 2019 წლის ბოლომდე ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთთან შეხვედრას გეგმავს, ამის შესახებ ცოტა ხნით ადრე განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. ექსპერტები კი არ გამორიცხავენ, რომ შეთანხმება "მეტად ინტეგრაციის შესახებ" გულისხმობს ერთგვარ კონფედერციას ან შესაძლო ფედერაციის ჩამოყალიბებას.

    როგორც "რეზონანსთან" ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, ამ ხელშეკრულების გაფორმება აწყობს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რომელიც გახდება გაერთიანებული სახელმწიფოს მეთაური და კიდევ რამდენიმე წლით გაიხანგრძლივებს მმართველობას.

    "ეს თემა ახალი არ არის, ჯერ კიდევ ელცინის დროს იყო საუბარი კონფედერაციის ტიპის სახელმწიფოს შექმნის შესახებ. როცა საქართველოს მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, რომლის მრჩეველიც ვიყავი, მთხოვა ამ ხელშეკრულების ანალიზის გაკეთება, რით შეიძლება ეს დამთავრებულიყო, მაშინვე ვთქვი, რომ ამ გაერთიანებას არ აქვს მომავალი და მე მართალი აღმოვჩნდი.

    "ელცინის გათვლა იყო, გაერთიანებული სახელმწიფოს მეთაური გამხდარიყო, მას გაუჭირდა მეორე ვადით არჩევნების მოგება და არ ჰქონდა იმედი, რამდენად შეინარჩუნებდა პრეზიდენტობას, ამიტომ, ამ კომბინაციით ელცინი გახდებოდა გაერთიანებული სახელმწიფოს მეთაური და სიმბოლურად შეინარჩუნებდა სადავეებს.

    "იგივე ამბიცია ჰქონდა ლუკაშენკოს, ალბათ იმ იმედით, რომ ელცინი მაშინ ავად იყო და თვითონ გახდებოდა გაერთიანეული სახელმწიფოს მეთაური. დღეს რა ინტერესი აქვს ლუკაშენკოს არ ვიცი, პუტინი რკინასავით ჯანმრთელია.

    "სხვათა შორის ამ კავშირში უკრაინაზეც კეთდებოდა აქცენტი, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა კუჩმამ შეცვალა და დარჩა რუსეთი და ბელორუსი. რა ტიპის კავშირი იქნებოდა კონფედერაცია თუ საბჭოთა კავშირის მოდელის განსახიერება, არ ვიცი, მაგრამ ეს იყო პრელუდია ევრაზიული კავშირის.

    "ახლაც, სავაარუდოდ უნდა განისაზღვროს პუტინის სამომავალო როლი პოლიტიკაში, რადგან მეოთხე ვადით მის პრეზიდენტად არჩევას რუსეთის საზოგადოებაც არ შეეგუება.

    "გახდება გაერთიანებული სახელმწიფოს მეთაური, გაიხანრძლივებს მმართველობას მინიმუმ 2030 წლამდე. გაერთიანებული სახელმწიფოს ფარგლებში იგი ერთიანი თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის გამტარებელი იქნება და შეეცდება ევრაზიული კავშირის წევრების გაერთიანებას.

    "ალბათ დადგება ერთიანი ვალუტის შემოღების საკითხიც, მაგრამ დომინანტი ისევ რუსული რუბლი იქნება, რადგან ბელორუსული ვალუტა ძალიან სუსტია.

    "კიდევ ვიმეორებ, ამ ეტაპზე რაში აწყობს ლუკაშენკოს ეს ვარიანტი, არ ვიცი, რამდენიმე ხნის წინ ლუკაშენკოსა და პუტინს შორის იყო დაპირისპირება, მაგრამ როგორც ჩანს მოილაპარაკეს და ლუკაშენკოსაც ექნება თავისი ინტერესები და გათვლები"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Vaივაი   (02.12.2019)
    An aso iqneba grzeli an yverebi,am expertebsac egre mosdit


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×