თამთა ჩაჩანიძე
20.01.2020

 იმ დროს, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერები საქართველოსთან დიალოგის მომხრენი არიან, უკრაინამ ოკუპირებულ დონბასთან პირველი დიალოგი უკვე გამართა და ასე ვთქვათ, ამ საკითხში „დაგვასწრო", შეიქმნა მოლაპარაკებების მრგვალი მაგიდის „კრემატორსკის მოდელი", სადაც ევროკავშირის ხელმძღვანელობით უკრაინისა და ოკუპირებული დონბასის წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუ საქართველოც უკრაინის მსგავს ნაბიჯს გადასდგამდა.

„აფხაზეთის დე ფაქტო პოლიტიკურმა ლიდერებმა ბჟანიამ და შამბამ საქართველოსთან დიალოგის დაწყებაზე უკვე ოფიციალურად განაცხადეს. უკრაინელებმა ეს დაგვასწრეს, კრემატორსკში ძალიან საიტერესო საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც დონბასის ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის პერსპექტივებს მიეძღვნა,რომელსაც მხარი ევროკავშირის ხელმძღვანელობამ დაუჭირა.

„ჩასული იყო ხუთი ელჩი: ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, პოლონეთის და ფინეთის ელჩები, რომლებმაც ძალიან საიტერესო დისკუსია გამართეს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის და სეპარატისტების წარმომადგენლები და ასევე უკრაინის სახელისუფლებო, არასამთავრობო და საექსპერტო წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საინტერესო დიალოგი წარიმართა, ამის ვიდეოჩანაწერიც არსებობს,

„ეს დიალოგი პოზიტიურად აღქმული იყო, როგორც უკრაინის ასევე სეპარატისტული ტერიტორიების მოსახლეობის მხრიდანაც, საერთაშორისო ორგანიზაციებმაც მაღალი შეფასება მისცეს, კრემატოვსკის ანალოგიური მოდელი, შეიძლება ჩვენც გამოვიყენოთ სადაც ევროკავშირის ჩვენის სტრატეგიული მეგობრების დახმარებით, ჩვენც ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში პირველი დიალოგის ნაბიჯი გადავდგათ.

„კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ის, რომ დონბასის რეინტეგრაცია-დაბრუნება ომის გზით, ანუ ხორვატიული გზით ეს დაუშვებელია, უნდა მოხდეს ეკონომიკური, სოციალური და ფინანსური კუთხით ჩართულობა,

„ფაქტიურად, პირველი დიალოგი გაიმართა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სეპარატისტულ მოსახლეობასა და უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საექსპერტო, აკადემიური და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებს შორის, საკმაოდ საინტერესო დებატები იყო, პირველი ნაბიჯი გადაიდგა და დიალოგი შედგა, რაც მთავარი იდეაა.

„საჭიროა რომ კრემატორსკის მოდელის შეხვედრა მაგალითად ანაკლიაშიც რომ ჩატარდეს, სადაც შესაძლოა მოვიწვიოთ დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები, მოსახლეობა, საერთაშორისო წარმომადგენლები, ჩვენი მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლები და გაიმართოს შეხვედრა და გაიმართოს დიალოგი, იმიტომ, რომ ქართული და აფხაზური მხარე უკვე მზადაა, რომ დიალოგი შედეგეს," - განაცხადა მან.

მისივე თქმით, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზზე მცირე მასშტაბის შეტაკება იყო, თუმცა ზოგადად ნორმანდის ფორმატში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მდგომარეობა მეტ-ნაკლებად დაასტაბილურა.

„უკრაინაში სიტუაცია საკმაოდ რთულია, მაგრამ ნორმანდის სამიტის ფორმატმა და ამ ფორმატით მიღებული შედეგების რეალიზაციამ, სიტუაცია გარკვეულწილად შემოატრიალა, „კრემატორსკის მოდელი" კი იყო პირველი სერიოზული ნაბიჯი, რომელმაც დიდი წვლილი შეუტანა ურთიერთნდობის განმტკიცების საქმეში, ბუნებრივია, კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი,

„დონბასში გამყოფ ხაზზე დღეს მცირე მასშტაბის შეიარაღებული შეტაკებები იყო, მაგრამ, ზოგადად, მეტ-ნაკლებად სტაბილური სიტუაციაა, მხარეები ნორმანდიის ფორმატში მიღებულ გადაწყვეტილებებს მეტ-ნაკლებად ასრულებენ,

„დონბასში შიგნითაც ძალიან რთული სიტუაციია, იმიტომ, რომ შიგნით ლიდერშიფს შორისაც საკმაოდ სერიოზული დაპირისოირებაა. აქაა ეკონომიკური ინტერესების დაპირისპირება, საუბარია ქვანახშირის გატანაზე, ასევე, იმაზე, რომ ზახარჩენკო იყო მოკლული და არის ეჭვები, რომ ეს კრემლში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მოხდა. ასე რომ, დონბასის შიგნითაც არაა ერთიანობა."- განაცხადა მაისაიამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×