თამთა ჩაჩანიძე
22.01.2020

 რუსული მედიის ინფორმაციით, კიევმა მოსკოვს ისრაელში ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმზე, ვლადიმერ პუტინთან ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა სთხოვა, თუმცა ზელენსკის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ისრაელში 23-24 იანვარს ვიზიტის ფარგლებში რუს კოლეგასთან შეხვედრა ჯერ არ დაუგეგმავს.

ვლადიმირ პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით კი პუტინის გადატვირთული გრაფიკის გამო გრძელი შეხვედრები ნაკლებად სავარაუდოა და შესაძლოა მცირეხნიანი შეხვედრა „ფეხზე დგომით" გაიმართოს.

„ინტერფაქს უკრაინას" ინფორმაციით კი, იმ შემთხვევაში თუ ისრაელის ფორუმის ფარგლებში პრეზიდენტების შეხვედრა შედგა, ზელენსკი მხოლოდ დაკავებულთა შემდგომი გათავისუფლების საკითხებს განიხილავს.

„უკრაინის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ისრაელს ეწვევა ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვლადიმერ ზელენსკი ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმს ღონისძიებებს დაესწროს, ასევე დაგეგმილია შეხვდეს ისრაელის პრეზიდენტ რუვენ რივლინს, ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ქნესეთის თავმჯდომარე იულია ედელშტეინსა და ისრაელის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.

"შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, რომელიც ფორუმში ასევე მიიღებს მონაწილეობას, ჯერ არ არის დაგეგმილი, თუ ფორუმის ფარგლებში კომუნიკაცია შედგა, უკრაინის პრეზიდენტი გეგმავს განიხილოს მხოლოდ დაკავებულთა შემდგომი განთავისუფლების საკითხები," -განუცხადა „უკრაინა ინტერფაქსს" ზელენსკის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა.

მსოფლიო ლიდერებთან ერთად, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმს საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×