მალხაზ გაგუა
29.01.2020

პოპულიზმი, სიძულვილის ენა, უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია, თავდასხმები მედიაზე და ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, ბოროტად გამოყენების პოტენციალი - ევროსაბჭოს ახალი გენერალური მდივნი თქმით, მისი ვადის მსვლელობისას ეს ორგანიზაციის  პრიორიტეტები იქნება.

56 წლის ხორვატი პოლიტიკოსი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი გენმდივნად სექტემბერში აირჩიეს და მან ნორვეგიელი ტორბიორნ იაგლანდი ჩაანაცვლა, რომელიც ამ პოსტს 2009 წლიდან იკავებდა. 

ბურიჩი აცხადებს, რომ ევროსაბჭომ წამყვანი პოზიცია უნდა დაიკავოს იმ გამოწვევებთან საბრძოლველად, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. 

ოთხშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გენმდივანმა ქართული მედიის კითხვაზე, რაც ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციასა და მცოცავ ოკუპაციას შეეხებოდა, თქვა, რომ ამ საკითხს ევროსაბჭო ყოველთვის ყურადღებით ადევნებდა თვალს და მისი მმართველობისას ასევე გაგრძელდება.

„ჩვენ დეტალურად ვაკვირდებით ყველაფერს, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საკითხი კომიტეტის თავმჯდომარეების დონეზე ყოველ 6 თვეში ერთხელ განიხილება.  ეს საკითხი გენმდივნისა და ევრსაბჭოს დღის წესრიგში რჩება,“ - აცხადებს ბურიჩი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×