ანკარამ ვაშინგტონს რუსული ავიაციის წინააღმდეგ „პატრიოტის“ კომპლექსები სთხოვა
თამთა ჩაჩანიძე
21.02.2020

თურქეთს რუსეთთან „ძმური" ურთიერთობა არ გამოუვიდა და დახმარებისთვის ისევ ამერიკას მიმართა - ანკარამ ვაშინგტონს ქვეყნის სამხრეთით რუსული ჯარების შეჩერებისთვის ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პატრიოტის" განთავსება სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი" ავრცელებს.

„თურქეთმა შეერთებულ შტატებს დახმარებისთვის მიმართა, რომ მის სამხრეთ საზღვარზე ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პატრიოტის" ბატარეა დაედგათ, რათა სირიის ჯარების მომავალი შეტევები თავიდან აირიდოს, რომელიც რუსული ავიაციის მხარდაჭერით განხორციელდება," - წერს წყარო.

აღსანიშნავია, რომ თურქულ მხარეს შეერტებული შტატებიდან ჯერ პასუხი არ მიუღია, აღნიშნული მოთხოვნა წინა კვირას სირიაში აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს ჯეფრის გადაეცა, თურქეთის საელჩო კი ამ საკითხის კომენტირებისაგან თავს იკავებს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იდლიბში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად ორი თურქი სამხედრო დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.

სააგენტო „როიტერის" ცნობით, ორი თურქი სამხედრო სირიის სამთავრობო არმიის იერიშს ემსხვერპლა.

შეგახსნებთ, რამდენიმე საათის წინ რუსულმა ბომბდამშენებემა იდლიბში ავიაიერიში განახორციელეს. რუსული მედიის ცნობით, იერიში ტერორისტების წინააღმდეგ განხორციელდა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის არმიამ იდლიბში ბაშარ ასადის რეჟიმის ძალების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო. მედიის ინფორმაციით, თურქეთის არმია სირიის ოპოზიციასთან ერთად მოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ წინა წელს ანკარამ რუსეთისგან ეს-400 ტიპის ანტისარაკეტო კომპლექსი შეიძინა, რის გამოც აშშ-სთან ურთიერთობა მკვეთრად გაიუარესა. ეს-400 ამერიკულ „პატრიოტის" ანალოგია და ამერიკამ ერდოგანის ამ ნაბიჯის გამო თურქეთთან რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო პროექტი დაბლოკა.

ფოტო: ტრამპისა და ერდოღანის შეხვედრა ვაშინგტონში, 2019 წლის სექტემბერში („როიტერზი")

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×