თამთა ჩაჩანიძე
18.03.2020

ახლა უკვე ევროკავშირმა, შეერთებული შტატების შემდეგ, რუსეთი დასავლეთის ქვეყნებში კორონავირუსთნ დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გვრცელებაში დაადანაშაულა - ამის შესახებ „ფაინენშლ ტაიმზი" 16 მარტის ევროკავშირის დახურულ მოხსენებაზე დაყრდნობით წერს.

დოკუმეტში ნათქვამია, რომ სავარაუდოდ, პრო-რუსულმა მედიამ ევროპულ საზოგადოებაში პანიკის და შიშის გასავრცელებლად დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო, ხოლო დეზინფორმაციის ყველაზე აქტიური გამავრცელებლები იმ სოციალური ქსელების ანგარიშებია, რომლებმაც ადრე სფრანგეთში „ყვითელჟილეტიანების" პროტესტის შესახებ დაწერეს, ახლა კი კორონავირუსზე დეზინფორმაციებს ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე აქვეყნებენ. ამ ანგარიშებიდან ისინი მასიურდ წერენ დეზინფორმციას იმის შესახებ, რომ კორონავირუსი იარაღად გამოიყენეს და ხელოვნურად გაავრცელეს და აპოკალიფსს წინასწარმეტყველებენ.

დეზინფორმციულ ცნობებში ასევე ნათქვამია, რომ SARS-CoV-2 გავრცელებით კაპიტალისტები სარგებლობენ. ამავე დროს, ეს ანგარიშები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძოლას კოროვირუსის წინააღმდეგ წარმატებულად აფასებენ.

ბრიუსელი შიშობს, რომ რუსული მხარის მიერ გავრცელებულმა ყალბმა მოქმედებებმა შესაძლოა ევროპაში მიმდინარე პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას ხელი შეუშალოს.

რაც შეეხება ამერიკას, თებერვლის ბოლოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთში კორნავივირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ეჭვი შეიტანა. აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში ინფექციის შესახებ სოციალურ მედიაში კოორდინირებული ფორმით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რაც გლობალურ მცდელობებს ეპიდემიის დაძლევის მიზნით ძირს უთხრის. გარდა ამისა, აშშ აღნიშნავს, რომ ასეთი მომხმარებლები ხელს უწყობენ იმ აზრის გავრცელებას, რომ ამერიკის მთავრობა COVID-2019- ის ვირუსის გავრცელების უკენ დგას, რითაც ქვეყნის რეპუტაციას ზიანს აყენებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა მარია ზახაროვამ კი აშშ-ს უპასუხა, რომ ამგვარი ბრალდებები მიზამიმართულ ქმედებას გავს.

ინფიცირების კუთხით ევროპული ხუთეული ქვეყანა ასე გამოიყურება: იტალია (30 ათასზე მეტი), ესპანეთი (11 ათასზე მეტი), გერმანია (9 ათასზე მეტი), საფრანგეთი (თითქმის 8 ათასი) და შვეიცარია (თითქმის 3 ათასი). მთელ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებული საერთო რიცხვი 200 ათასამდეა.7.9 ათასი გარდაიცვალა, 81 ათასზე მეტი კი განიკურნა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
სტუმარი   (19.03.2020)
კომენტარი დაფარულია არაეთიკური გამონათქვამების გამო.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×