ტატა შოშიაშვილი
22.03.2020

ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე, დაინფიცირებულთა რაოდენობამ 300 ათასს მიაღწია, საიდანაც შემთხვევათა მესამედზე მეტი ევროპაშია დაფიქსირებული. აქედან ყველაზე დამაიმედებელი და შეიძლება ითქვას, ანომალიურად კარგი მდგომარეობა გერმანიაშია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსის შესახებ ჯერჯერობით არც ისე ბევრია ცნობილი, მეცნიერები ვერ ახრხებენ ამ დადებითი ანომალიის მიზეზების განმარტებას.

როგორც „ფინენშალ თაიმსი" წერს, რომ გერმანიაში ანომალიური სიტუაცია იმაში გამოიხატება, რომ დაიფიცირებულთა საკმაოდ მაღალია, თუმცა, სიკვდილიანობა კი, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებთან შედარებით - მინიმალური.

აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, 21 მარტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 13 979 იყო. თუმცა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, გერმანელმა მეცნიერებმა შეამჩნიეს ანომალიური ხასიათის განსხვავება გარდაცვლილთა რიცხვში - გერმანიაში კორონავირუსით დაღუპულთა ჯამური რაოდენობა, იგივე 21 მარტის მონაცემებით, მხოლოდ 42 იყო.

შედარებისთვის „ფინენშალ თაიმსს" მოჰყვას საფრანგეთის მაგალითი, სადაც, იგივე 21 მარტის მდგომარეობით, დაინფიცირებულთა რიცხვიმა 9 058-ს მიაღწია, ხოლო გარდაცვლილების რაოდენობამ კი 243 შეადგინა.

იგივე პერიოდისთვის ესპანეთში 17 395 დაავადებულთა შორის 803-ის სიცოცხლე ლეტალური შედეგით დასრულდა.

ევროპის ქვეყნების გარდა, სიკვდილიანობის მაჩვენებლით ასევე მკვეთრად ჩამორჩება აშშ-ს, ბრიტანეთსა და სამხრეთ კორეას.

მეცნიერებს უჭირთ ამის კონკრეტული მიზეზის დასახელება. ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი ახსნა ისაა, რომ გერმანიაში კორონავირუსზე კვირაში საშუალოდ 160 ათაში ტესტის კეთდება და ეს მაჩვენებელი ევროპაში ყველაზე მაღალია.

ისიც უნდა აღნიშნოს, რომ გერმანიის მიერ გასულ ერთ კვირაში ჩატარებული ტესტების რაოდენობამ გადააჭარბა ყველა ევროპული ქვეყნის მიერ ჩატარებული ტესტების ჯამურ რაოდენობას.

„გერმანული ანომალიის" კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი შესაძლოაუკავშირდებოდეს დაავადებულთა ასაკობრივ მაჩვენებელს - დაინფიცირებულთა დიდი ნაწილი შუახნისანი არიან და დაავადებულთა შორის მხოლოდ დაახლოებით 20%-ია 60 წელს გადაცილებული.

„გერმანიაში ეპიდემიოის დაწყებისას ძირითადად დაავადებულები იყვნენ ის პირები, ვინც სამთო კურორტებიდან ჩამოვიდნ ენ. ძირითადად ამ ადამიანების ასაკი 80 წელზე ნაკლები იყო და ისინი საკმაოდ კარგ ფიზიკურ ფორმაში იყვნენ. კორონავირუსისგან გარდაცვალების რისკი კი ასეთ შემთხვევებში შედარებით ნაკლებია", - განაცხადა ჰანოვერის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორმა, მატიას შტოლმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×