თამთა ჩაჩანიძე
25.03.2020

უკრაინის ხელისუფლებამ კორონავირუსის საფრთხის გამო, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე „საგანგებო სიტუაცია" გამოცხადა, საზღვრები დაკეტა, შეაჩერა საქალაქთაშორისო და სამგზავრო საჰაერო მიმოსვლა, საქალაქო ტრანსპორტი შეზღუდვებით მუშაობს. დახურულია ყველა გასართობი ობიექტი, სკოლა და უნივერსიტეტი, დაკეტილია მაღაზიები გარდა პროდუქტის მაღაზიებისა ყველა სახის ვაჭრობა შეზღუდულია, მთავრობა მოქალაქეებს სახლში ყოფნისკენ მოუწოდებს.

საგანგებო სიტუაცია 30 დღის განმავლობაში 24 აპრილამდე იმოქმედებს. უკრაინული სააგენტო „უკრინფორმ"-ის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი მოქალაქეებს შექმნილ ვითარებას განუმარტავს.

„გთხოვთ, ეს საგანგებო მდგომარეობაში არ შეგეშალოთ, საგანგებო სიტუაციის რეჟიმის დროს არ იზღუდება მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები", - განაცხადა შმიგალმა.

მისივე თქმით, ამჟამად კოვიდ-19-ის 113 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა კიევის ჩათვლით უკრაინის 14 რეგიონში გამოვლინდა, ამ რეგიონებში საგანგებო სიტუაციის რეჟიმი მანამდეც მოქმედებდა, რომელიც მკაცრ შეზღუდვებს არ გულისხმობს, მაგრამ უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს ითვალისწინებს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×