თამთა ჩაჩანიძე
26.03.2020

კორონავირუსმა მსოფლიო ქვეყნები ახალი რეალობის წინაშე დააყენა, მათ საერთო სენთან ბრძოლა სხვადასხვა ხერხებით გადაწყვიტეს -სახელმწიფოთა ნაწილი საგანგებო მდგომარეობისგან თავის დაღწევას დროზე ადრე გეგმავს, რათა მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური კრიზისი და დაპაუზებული ქვეყნა ადამიანებს უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის,ხოლო ქვეყნების ნაწილმა კი ინფექციასთან ბრძოლაში სამხედროებიც ჩართო.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, სახელმწიფო კოვიდ-19 ინფექციის გავრცელების ყველ სცენარისთვის მზად იყო, მოქალაქეებს კი სატელევიზიო მიმართვით მოთმინებისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ორ-სამ კვირაში ვირუსის გავრცელების სიჩქარის შემცირებით ჩვენ ამ პერიოდს მაქსიმალურად მცირე ზიანით გავივლით. ნათელი დღეები გველოდება, ვიდრე რეკომენდაციებს დავიცავთ. ამიტომაც ვამბობთ, დარჩი სახლში", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

11 მარტს თურქეთმა კორონავირუსის ინფექციის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დაადასტურა. ბოლო მონაცემებით, აქ ინფიცირების 1872 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 44 ადამიანი კი გარდაიცვალა.

რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების მიუხედავად, ამერიკელები საკუთარ სამუშაო ადგილებს უნდა დაუბრუნდნენ, რათა ეკონომიკამ ზარალი არ განიცადოს და ამერიკელებმა სამუშაო ადგილები და ბიზნესი არ დაკარგონ. აღნიშნული განცხადება თეთრი სახლის ხელმძღვანელმა „ფოქს ნიუს"-ზე გააკეთა.

პრეზიდენტისვე განცხადებით, გრიპისა და ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ათასობით ადამიანი იღუპება, თუმცა, ქვეყნა ამისთვის არავის დაუკეტავს.

იგი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქვეყნაში კორონვირუსის გავრცელების საშიშროებაა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ქვეყანა ჩვეულ რიტმში დაბრუნებას 12 აპრილიდან შეძლებს, თუკი ამერიკელები სოციალურ დისტანციას და ექიმების ყველა რეკომენდაციას დაიცავენ.

„ჩემი აზრით უფრო მეტი ადამიანი მოკვდება თუ ჩვენ კარანტინს გავაგრძელებთ... ჩვენ სამუშაოებს უნდა დავუბრუნდეთ... ხალხს სურს. რომ სამუშაოებს დაუბრუნდნენ..." - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ში კორონავირუსის ინფექციის პირველი შემთხვევა ოფიციალურად 22 იანვარს დადასტურდა,"ბიბისი"-ს ინფორმაციით, ინფიცირებულთა რიცხვმა 66 132-ს მიაღწია, გარდაცვლილთა რაოდენობა 947-ს შეადგენს.

საფრანგეთი კი კოვიდ-19 ინფექციასთან ბრძოლაში სამხედროებს რთავს-შესაბამისი განკარგულება ემანუელ მაკრონმა გასცა, საფრანგეთის არმია ხუთშაბათიდან ოპერაციაში - „წინააღმდეგობა" ჩაერთვება , რომლის მიზანიც მოქალაქეების დახმარებაა.

როგორც მაკრონმა კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის გახსნილ საველე ჰოსპიტალის მონახულებისას განაცხადა, სამხედროები ასევე ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს დაეხმარებიან, რათა ლოგისტიკური ამოცანების ეფექტურად გადაჭრან.

მაკრონისვე განკარგულებით, ვინც საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე ცხოვრობს, მათ დასახმარებლად სამხედრო-სამაშველო ვერტმფრენებია მობილიზებული.

პრეზიდენტმა საფრანგეთის მოსახლეობასთან პირობა დადო, რომ კორონავირუსის კრიზისის დასრულების შემდეგ მთავრობა ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვან ინვესტიციებს დააბანდებს.

საფრანგეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 5 იანვარს ოფიციალურად დადასტურდა, გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში 25 233 ინფიცირებულია აღრიცხული, დაღუპულია 1331 ადამიანი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×