თამთა ჩაჩანიძე
13.05.2020

ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის პირადი ინსტაგრამ ანგარიში დაბლოკილია, აღსანიშნავია, რომ ეს სოციალური პლატფორმა ფეისბუქის საკუთრებაა,ფეისბუქმა კი ბოლო პერიოდში რუსეთთან დაკავშირებული გვერდები და ანგარიშები წაშალა, კადიროვის პირადი ანგარიშიც ამ წმენდაში მოჰყვა და სანქციების გამო დაუბლოკეს.

ინსტაგრამის წარმომადგენელმა მედიასთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი შეერთებული შტატების კანონის ფარგლებში მოქმედებენ.

„ამ შემთხვევში ჩვენ იმ პიროვნებების ანგარიშები წავშალეთ, რომლებსაც სანქციები დაეკისრათ, ამჯერადაც ისე მოვიქეცით როგორც ეს ადრე გავაკეთეთ,"-დასძინა ფეისბუქის წარმომადგენელმა.

როგორც ცნობილმა დაღესტნელმა სპორტსმენმა, შერეული ორთაბრძოლების (ММА) მებრძოლმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა საკუთარ საჯარო პუბლიკაციაში ახსენა,  ინსტაგრამ გვერდი, რომელიც კადიროვს ეკუთვნის, მიუწვდომელია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში კადიროვის პირადი ანგარიშების დაბლოკვა ეს უკვე მეორედ მოხდა, პირველად კი ჩეჩნეთის ლიდერს 2017 წლის დეკემბერში შეერთებული შტატების მხრიდან მის მიმართ სანქციების გამო ინსტაგრამისა და ფეისბუკის გვერდები დაებლოკა.

პირველი დაბლოკვიდან 11 თვის შემდეგ, ჩეჩნეთის ლიდერმა აღდგენილი ანგარიშის პირველი საჯარო პოსტი პისტოლეტს მიუძღვნა, მოგვიანებით კი ინსტაგრამის წარმომაგდენელმა განაცხადა, რომ კადიროვის ანგარიშის გახსნა შეცდომა იყო და მისი ანგარიში კვლავ დაბლოკეს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×