თამთა ჩაჩანიძე
01.07.2020

რუსეთმა ქერჩის სრუტეში ტამანის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაასრულა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 220 000-ტონიანი სატვირთო გემების მიღებას შეძლებს, რუსეთი მიიჩნევს, რომ წლის ბოლოსთვის ტერმინალის გამტარუნარიანობის ზრდის შედეგად, დატვირთვის სიჩქარე საათში 30,000 ტონას გაუტოლდება.

ქართულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ტამანის პორტი ანაკლიის ღრმაწყლოვანის პორტის პირდაპირი კონკურენტია და „ქართულმა ოცნებამ" რუსეთის ინტერესებს ანგარიში გაუწია. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთის მიერ აშენებულ ტამანის ნახევარკუნძულზე აშენებულ პორტი მრავალი დანიშნულებისაა, რომელშიც მთავარი მიმართულება ყირიმის ნახევარკუნძულის უზრუნველყოფაა, რადგან მისი თქმით დღეს რუსეთის მთავარი მიზანი ყირიმია.

„ბუნებრივია, რომ ტამანის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტია, ამ პორტის წლიური ტვირთბრუნვა 220 ათასი ტონაა, საკმაოდ სერიოზული მონაცემია, მას ოთხი ნავმისადგომი გააჩნია და მრავალი დანიშნულება აქვს, ნავთობისა და ტვირთების გადაზიდვის, სამხედრო, თხევადი გაზის დამუშავებისა და ყირიმის მომარაგების თვალსაზრისით, რუსეთი ტამანის პორტის მეშვეობით ამ ხუთ მისიას განახორციელებს. ალბათ არსებულ ინფრასტრუქტურაზე თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობაც მოხდება და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ტერმინალი დამატებით კიდევ ყირიმის ნახევარკუნძულის მომარაგების პოტენციალის გაზრდისთვისაც გამოიყენება.

„ქერჩიდან ყირიმის ნახევარკუნძულამდე ხიდის აგებით, ყირიმი რუსეთის ცენტრალურ ტერიტორიას დაუკავშირდა და ტამანის პორტიც ასევე ყირიმზეც იყო ორიენტირებული იმისთვის, რომ ყირიმის ნახევარკუნძულის უზრუნველყოფა მოხდეს, ხიდზე საავტომობილო და სარკინიგზო კომუნიკაცია გადის, მაგრამ როგორც ჩანს საპორტო საქმიანობითაც საზღვაო კუთხით ყირიმის უფრო მეტად ჩართვა მოხდება.

„რუსეთს ამ პორტის აშენება სასიცოცხლოდ უნდოდა, პუტინი ყველაფერზე წავიდოდა, რომ ტამანის პორტი აეშენებინა და რა თქმა უნდა ის კონტექსტიც უნდა ვივარაუდოთ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა ამ პორტის საქმიანობას ხელს შეუშლიდა.

„ყირიმს დღეს წყლის მომარაგების პრობლემა აქვს, იმიტომ რომ უკრაინამ გადაუკეტა და ფაქტიურად ბლოკადაშია, ამიტომ პუტინისათვის დღეს ნომერ პირელი ამოცანაა, რომ ყირიმი აუცილებელი საჭიროების პროდუქტებით მოამარაგოს, ამიტომ, ამ პორტის ჩართვა ყირიმის მომარაგებაში, ესაა რუსეთისათვის სასიცოპცხლო მნიშვნელობის.

„ტამანის ღრმაწყლოვან პორტში შესაძლოა, რომ ნავთობტერმინალებიც ააშენონ, რომელიც ფოთის პორტთან კონკურენციის ვარიანტშიც გადის, ფაქტიურად გამოდის, რომ დავით იაკობაშილის კომპანიის და „როსნეფტის" ფოთის ნავთობტერმინალებზე მონოპოლია და პლიუს ტამანის პორტში ნავთობტერმინალების შექმნა, რუსეთისთვის შავი ზღვის აკვატორიაში ნავთობის გადაზიდვის სრულ მონოპოლიას შექმნის.

„ამას ემატება ის, რომ რუსეთმა სწორედ თხხევადი გაზის ტექნოლოგიების ათვისება დაიწყო, ანუ მარტო ამერიკა არაა ამ სფეროში და ტამანის პორტში ამ პლატფორმის დაყენებაც მოხდება, დღეს რუსეთი ორ პროექტს ახორციელებს, ესაა ლურჯი წყლის ნაკადი და სამხრეთ ნაკადი და თუ ამას დაემატება თხევადი გაზის ტექნოლოგია,წარმოიდგინეთ „გაზპრომი" და „ნოვატეკი" რუსეთის გაზის მიწოდების ინტენსიფიკაციას ევროპის მიმართულებით როგორ გაზრდის.

„ანუ რუსეთის ენერგოგეოპოლიტიკური როლი შავი ზღვის აკვატორიაში ბევრად გაიზრდება, როგორც ნავთობის, ასევე გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, ამიტომ იყო, რუსეთი რომ თავს იკლავდა, რომ ცოცხალი თავით არ უნდოდა ანაკლიის პორტის აშენება, აქ შესაძლოა რუსეთის ფაქტორიცაა, შესაძლოა ჩინეთის ფაქტორიც, ჩინეთის შემოსვლაც რუსეთისთვის მაინცდამაინც სახარბიელო არ იქნებოდა, მაშინ გამოდიოდა, რომ ანაკლიის პორტს „ერთი გზა ერთი სარტყელის" ტვირთების სერიოზული რაოდენობა უნდა აეღო, როდესაც ამ რაოდენობას ტამანის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართულებით წარმართავს," - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
ჩაწერა სახელი
giga   (02.07.2020)
rusetma ratom aashena porti, yvela dawers statias. magram, ratom ar aashena saqatvelom egeb esec gadewerat anshegekitxat "ekspertistvis".

ИНЦИТАТУС   (02.07.2020)
Мишас ткуилад цихеши аравин ар еджда.

ultra   (02.07.2020)
ვამბობდი და ვამბობ - მაისაია ტყუილად არ ეჯდა მიშას ციხეში!!!

ultra   (02.07.2020)
ბიძოს 4 თვეში შინ, რუსეთში გავუშვებთ. მერე ანაკლიასაც დავძრავთ და დამერწმუნეთ: არავინ მოინდომებს აგრესიულ, უპასუხისმგებლო, არადემოკრატიულ რუსეთთან თანამშრომლობას და ყველა ჩვენსკენ წამოვა. რუსეთმა ტამანი ააშენა ანაკლიაში შესაძლო ჩაყენებული ნატოს სამხედრო ფლოტის გასანეიტრალებლად, ეგეთი გონკებით დაშალეს სსრ, და შლიან ეხლანდელ რუსეთსაც

ჭორლეონე   (01.07.2020)
ნახე როგორ ტექნიკურათ არიდებს თავს, რომ თქვას ვინ ჩაშალა ანაკლია. იუ შენი დედას შევთხარე ნაბოზარო. ტყუილად კი არ გამოგკეტა მიშამ შე განდოლო, კარის ექსპერტო.

mzirali   (01.07.2020)
ჩვენმა ბიძომ და მისმა ბანდამ კი ჩაშალა ანაკლიის პორტის მშენებლობა


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×