სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ძალოსანი ლაშა ტალახაძის მამა ოლიმპიურ ჩემპიონ შვილზე გვიყვება
    ნინო ქეთელაური
    18.08.2016

     "ლაშას 2-3 თვე დარბაზიდან გარეთ არ გაუხედავს, ძალიან დიდი შრომა გაიღო ამ შედეგის მისაღწევად", - უთხრა "რეზონანსს" 22 წლის ქართველი ოლიმპიური ჩემპიონისა და მსოფლიო რეკორდსმენის ლაშა ტალახაძის მამამ. რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე საქართველოს ჰიმნმა პირველად სწორედ ლაშას დამსახურებით გაიჟღერა.

    ქართველმა ძალოსანმა ექვსივე ცდა დამაჯერებლად შეასრულა, ჯამში 473კგ (ატაცში - 215კგ, აკვრაში 258კგ) დააფიქსირა, ოქროს მედალი მოიპოვა და შესაბამისად, მსოფლიო რეკორდსმენიც გახდა.

    ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის მიღწევებზე, "რეზონანსი" ლაშა ტალახაძის მამას, კობა ტალახაძეს გაესაუბრა.

    "რეზონანსი": ლაშას გამარჯვება თქვენთვის მოულოდნელი იყო?

    კობა ტალახაძე: თითქმის ყველა მისი მოწინააღმდეგე შესწავლილი გვყავდა, ვიცოდით, ვის რა შესაძლებლობა ჰქონდა და ყველას მიღწევებზე ვფლობდით ინფომაციას. აქედან გამომდინარე, ველოდებოდი, რომ მედალი აუცილებლად იქნებოდა, თანაც ოქრო.

    "რ": როგორ ემზადებოდა ოლიმპიადისთვის და ოქროს მედალს რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის?

    კ.ტ: ყველაფერი ჩადო ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში. 2-3 თვე დარბაზიდან გარეთ არ გაუხედავს, ძალიან დიდი შრომა გაიღო ამ შედეგის მისაღწევად. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი მედალი აქვს მოპოვებული, მსოფლიოც, ევროპაც... მისი და ჩვენი, ყველას ოცნება იყო, ოლიმპიური ჩემპიონი გამხდარიყო. ინება უფალმა და გახდა კიდეც.

    "რ": მისი წარმატებები და მედლები ახსენეთ, იქნებ ოლიმპიურ ჩემპიონობამდე მის მიღწევებზე მოგვიყვეთ...

    კ.ტ: ლაშას 20 წლამდე ასაკში, 3-ჯერ აქვს მოპოვებული ევროპის პირველობა. 20 წლამდე ასაკში არის მსოფლიო ჩემპიონი, ასევე დიდებშიც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია და კიდევ რეკორდსმენი.

    "რ": ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე, ლაშას მწვრთნელები როგორ პროგნოზს აკეთებდნენ? ელოდნენ თუ არა ლაშას ოლიმპიურ ჩემპიონობას?

    კ.ტ: მაგ თემაზე თითქმის არ ვსაუბრობდით, რადგან არ გვინდოდა, ლაშა გადაგვეტვირთა და დაგვეზაფრა. მაგრამ მწვრთნელებს, რა თქმა უნდა, მოლოდინი ექნებოდათ, იმიტომ, რომ ლაშა ძალიან შრომისმოყვარეა და არაფრის შიში არ იცის. მისი ამ თვისებებიდან გამომდინარე, ყველა, მათ შორის წვრთნელები, ამ შედეგს ველოდით.

    "რ": გარდა სპორტსმენობისა, რას საქმიანობს ლაშა, მოგვიყევით მის შესახებ...

    კ.ტ: ლაშა 22 წლის არის, მეუღლე და შვილები არ ჰყავს, ჯერ არც ჩქარობს და 2-3 წლის მერე ალბათ ოჯახსაც შექმნის. ძალიან უყვარს ნადირობა და ახლაც ერთი სული აქვს, ჩამოვიდეს და სანადიროდ წავიდეს.

    ამ ეტაპზე, გარდა სპორტისა, სხვა საქმიანობით დაკავებული არ არის. სპორტში ჯერ 10 წელი მაინც წინ აქვს და ამის მერე რა საქმიანობას აირჩევს, მასზეა დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, მისი მთავარი ინტერესი მხოლოდ სპორტია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    fantastica   (18.08.2016)
    msoрlioshi!, dges dgeobit am qartvel vajkacze dzliri verrvinaa. gaazrebac,gatvitcnobierebac ki chirs,rom vheshmaritebaa yvelastvis, рaqtia, realobaa,рaqti ki jiuti ramaa da tsin veranairi contr argumenti ver daudgeba.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved