რეზონანსი
03.05.2019

 (რეზონანსი) საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ჩაკვეტაძის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

დეკემბერში მიღებული მუხლის ტრავმის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძეს დიდი სათამაშო პერიოდი გაუცდა, თუმცა მან დაბრუნება რამდენჯერმე შეძლო და მთლიანი დატვირთვითაც კი ვარჯიშობდა.

სამწუხაროდ, აღნიშნული ტრავმის გამო, ის საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარა ევროპის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მატჩებში. როგორც ჩანს, ექიმები სეზონის დასრულებას ელოდნენ და როგორც გიორგი ქვილითაიას მიერ გავრცელებული ფოტოდან ჩანს, ჩაკვეტაძემ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და თავს კარგად გრძნობს.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანში შეძლებს ახალგაზრდა ვარსკვლავი სრული დატვირთვით ვარჯიშს.

გიორგი ქვილითაიას გავრცელებული ფოტო ინსტაგრამზე:

მარშალპრესი

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×