ტატა შოშიაშვილი
14.03.2020

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების ფონზე, შესაძლოა წელს რამდენიმე მასშტაბური სპორტული შეჯიბრი აღარ ჩატარდეს, მათ შორის ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელსაც ერთდროულად 12 ქვეყანაში უნდა გაიმართოს და ზაფხულის ოლიმპიადა ტოკიოში. ამის შესახებ ბრიტანული „ბი-ბი-სი" წერს. მათი ცნობით, საკმაოდ სერიოზულად განიხილება ამ ტურნირების ფორმატის შეცვლა, ან მათი ერთი წლით გადადება.

ევრო-2020-თან დაკავშირებით სამშაბათს, 17 მარტს ჟენევაში, უეფას შტაბ-ბინაში საგანგებო სხდომაა დაგეგმილი. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020 წლის 12 ივნისიდან 12 ივლისამდე უნდა ჩატარდეს 12 ქვეყანაში. ჯერჯერობით თავად უეფა ჩემპიონატის გადადების წინააღმდეგია, თუმცა ევროპის წამყვანი კლუბები ზოგიერთი ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ტურნირის გადადებას ითხოვს.

ევრო-2020-ის გადადების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ მატჩების ჩატარება მაყურებლის გარეშეც შეიძლება, თუმცა, არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც კორონავირუსმა გამოიწვია. საქმე ისაა, რომ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების ეროვნულ ჩეპიონატებში სწორედ კორონავირუსის გამო, რამდენიმე ტურის მატჩები გადაიდო და მოსალოდნელია, რომ პანდემიის გამო კიდევ გადაიდება. შესაბამისად, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ინგლისი, გრაფიკის ასეთი მასშტაბური დარღვევის გამო, 12 ივნისამდე, ანუ ევრო-2020-ის დაწყების თარიღამდე, შესაძლოა ეროვნული ჩემპიონატები ჯერ არც იყოს დასრულებული.

ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით, ევროპის ჩემპიონატის 2021 წლისთვის გადადება სულ უფრო რეალური ჩანს.

რაც შეეხება ტოკიოში დაგეგმილ საზაფხულო ოლიმპიადას, საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებითაც არაა მიღებული და სპორტსმენები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მზადებას.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ აპირებს ოლიმპიადის ჩატარებას მაყურებლების გარეშე, რადგან ფინანსური ზარალი ამ შემთხვევაში, 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. შესაბამისად, ოლიმპიადის ჩატარება-არჩატარება მთლიანად პანდემიის მასშტაბებსა და ექომების პროგნოზზე იქნება დამოკიდებული.

ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ჰარკი ტაკააშინ „ბი-ბი-სი"-ს განუცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში კორონავირუსის საფრთხეს საკმაოდ სერიოზულად უდებიან და ზაფხულის ოლიმპიადის 2021 ან 2022 წლისთვის გადადების შესაძლებლობასაც კი განიხილავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×