სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მამუკა ნაცვალაძე
    22.03.2016

     ივან რაკიტიჩი "ბარსელონას" რიგებში "სევილიიდან" გადავიდა და ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბუთელი გახდა. ხორვატი კარგად მოერგო სუპევასკვლავური გუნდის სტილს და სწორედ ამიტომაც დაიმსახურა კატალონიელი გულშემატკივრის პატივისცემა.

    მამუკა ნაცვალაძე
    21.03.2016

     შაბათს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა "დინამო არენაზე" დამაჯერებლად დაამარცხა ევროპა რაგბის გათამაშებაში ყველაზე პრინციპული მეტოქე რუმინეთის ნაკრები 38:9 და ერთა თასი მეცხრედ, დიდი სლემი კი მეექვსედ მოიგო. ამას გარდა, მეათედ დატოვა საქართველოში რუმინეთიის ნაკრებთან საცილო "ანთიმოზ ივერიელის თასი".

    მამუკა ნაცვალაძე
    19.03.2016

     დღეს "დინამო არენაზე" 17:00 საათზე "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩი გაიმართება. "ბორჯღალოსნები" სეზონის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს - რუმინელ "მუხებს" დაუპირისპირდებიან. ეს მატჩი გაარკვევს რაგბი ევროპის მიმდინარე წლის ჩემპიონსა და ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელს.

    მამუკა ნაცვალაძე
    18.03.2016

     იმას, რაც ოთხშაბათს მიუნხენში "ალიანც არენაზე" მოხდა, საფეხბურთო სპექტაკლი ჰქვია. უაღრესად დრამატული მატჩი გერმანელებმა შეხვედრის ძირითადი დროის ბოლო დამატებით წუთზე გადაარჩინეს და შესანიშნავად მოასპარეზე ტურინის "იუვენტუსი" უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააგდეს.

    მარი მგალობლიშვილი
    17.03.2016

     ესპანეთის ნაკრებისა და ნიუ-იორკის "მელბურნ სიტის" თავდამსხმელი დავიდ ვილია გუნდის ახალ მწვრთნელზე, პატრიკ ვიეირაზე საუბრობს. ესპანელი ფეხბურთელი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2014 წელს მადრიდის "ატლეტიკოდან" წავიდა, თუმცა მანამდე ვილია დიდი ხნის განმავლობაში "ბარსელონას" ღირსებას იცავდა.

    მარი მგალობლიშვილი
    16.03.2016

     საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს - "ჯვაროსნებს" სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი უხელმძღვანელებს. 51 წლის სპეციალისტი საზოგადოებას ოფიციალურად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა წარუდგინა.

    მარი მგალობლიშვილი
    15.03.2016

     "ქართული ოცნების" სპორტის ჯგუფის უფროსად სამბოს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ოლეგ იაძე დაინიშნა. იაძემ ამ პოსტზე სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ჩაანაცვლა.

    მამუკა ნაცვალაძე
    14.03.2016

     შაბათს სოჭში, რაგბი ევროპის მიმდინარე გათამაშების მეოთხე ტურის მატჩში, რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა "ბორჯღალოსნებს" უმასპინძლა. ყოფილ "სლავა მეტრეველის" სახელობის სტადიონზე, რომელსაც დღეს "იუგ სპორტი" ეწოდება მილტონ ჰეიგის რაზმმა რუსეთთან მე-20 საიუბილეო მატჩში მე-18 გამარჯვება მიითვალა 24:7. ეს იყო "დათვებთან" ჩვენი ეროვნული ნაკრების ზედიზედ მეთხუთმეტე მოგება.

    მარი მგალობლიშვილი
    12.03.2016

     სერხიო ბუსკეტსის გადაბირებას რამდენიმე ევროპული გრანდი ცდილობს, მაგრამ თავად ფეხბურთელი "ბარსელონაში" თავს შესანიშნავად გრძნობ. კატალონიაში ის თავის ოცნების კლუბში თამაშობს, სადაც ხელფასის სახით წელიწადში 16 მილიონ ევროს იღებს. ფეხბურთელის თქმით, ის არ აპირებს კლუბის გამოცვლას.

    მარი მგალობლიშვილი
    11.03.2016

     ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური განმეორებითი მატჩები მეტად საინტერესო გამოდგა - ესპანეთის "ლა ლიგაში" არცთუ წარმატებული ასპარეზობის ფონზე მადრიდის "რეალი" ევროტურნირებში რეაბილიტაციას ცდილობს.

    მარი მგალობლიშვილი
    10.03.2016

     "ძალიან მინდა, პერუს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის თასი ავწიო" - განაცხადა კლაუდიო პიზარომ ფიფას ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში. 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში გაიმართება, ამ დროს კი პერუს ნაკრების ლიდერი 39 წლის იქნება.

    მამუკა ნაცვალაძე
    09.03.2016

     შაბათს, 12 მარტს, სოჭში, "სლავა მეტრეველზე" საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის მიმდინარე გათამაშების მეოთხე ტურის შეხვედრას გამართავს რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან. მატჩი საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟსაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×