მამუკა ნაცვალაძე
18.01.2016

 სულ რამდენიმე დღეც და განახლდება ბუნდესლიგის წლევანდელი გათამაშება. მეორე წრისთვის "ბაიერნი" ყატარში მოემზადა, მალე ვნახავთ, დოხაში გატარებულმა ზამთრის არდადეგებმა რა სარგებელი მოუტანა პეპე გვარდიოლას გუნდს, რომელსაც ერთადერთი ტესტ-მატჩი ჰქონდა დაგეგმილი. ბუნდესგრანდმა "კარლსრუესთან" წააგო 1:2.

მამუკა ნაცვალაძე
16.01.2016

 მიშელ პლატინსა და ზეპ ბლატერს ფიფას ეთიკის კომისიამ რვა წლით აუკრძალა ფეხბურთში საქმიანობა. მანამადე უფრო საინტერესო სკანდალი აგორდა - ფიფას ახლად არჩეული პრეზიდენტი ბლატერი თანამდებობიდან გადადგა, რის შემდეგაც მიშელ პლატინი ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე რეალური კანდიდატად მოიაზრებოდა. თუმცა, პლატინი ეთიკის კოდექსის დარღვევაში დამნაშავეებად ცნეს, მიზეზი კი ის იყო, რომ მიშელმა 2 მილიონამდე დოლარი 2011 წელს უკანონოდ მიიღო.

მამუკა ნაცვალაძე
15.01.2016

 ზამთრის შესვენებას მიუნხენის "ბაიერნი" ყატარში ატარებს. დოჰაში პეპე გვარდიოლას გუნდი მომავალი საფეხბურთო ბატალიებისთვის ემზადება. სულ რამდენიმე დღეში განახლდება ბუნდესლიგის პირველობა, რასაც თებერვლის ბოლო დეკადაში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებიც ემატება.

მარი მგალობლიშვილი
14.01.2016

 ფიფას 2015 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მფლობელ ლიონელ მესის საფეხბურთო სამყაროში ზოგი ულოცავს, ზოგიც თვლის, რომ ამ ჯილდოს კრიშტიანუ რონალდუ ანდაც სხვა ფეხბურთელი იმსახურებდა.

მარი მგალობლიშვილი
13.01.2016

 შვეიცარიის ქალაქ ციურიხში "ოქროს ბურთის" დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. წითელ ხალიჩაზე ერთიმეორის მიყოლებით გამოჩნდნენ საფეხბურთო ვარსკვლავები. ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ "ოქროს ბურთის" კანდიდატები - კრიშტიანუ რონალდუ, ნეიმარი და ლიონელ მესი.

მარი მგალობლიშვილი
12.01.2016

 თბილისში ბოლო რამდენიმე კვირაა, სტადიონების თემა აქტუალური გახდა. ჯერ იყო და ჯიქიას ქუჩაზე მდებარე "ოლიმპის" სტადიონის დემონტაჟი განხორციელდა.

მარი მგალობლიშვილი
11.01.2016

 უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა ზეფ ბლატერმა ფრანგულ გამოცემა "ლე მონდთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ "კარგი სახელის" დასაბრუნებლად ბოლომდე იბრძოლებს.

მარი მგალობლიშვილი
09.01.2016

 მადრიდის "რეალის" ახალი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მწვრთნელის რანგში ჟურნალისტების წინაშე პირველად წარდგა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სურს, რომ ის შანსი გამოიყენოს, რომელიც "სამეფო კლუბმა" მისცა.

მარი მგალობლიშვილი
08.01.2016

 მადრიდის "რეალი" მეორე წრეს ახალი მწვრთნელით ხვდება - "სამეფო კლუბს" ზინედინ ზიდანი გაწვრთნის. ფრანგი ფეხბურთელი წლების მანძილზე იცავდა დედაქალაქური კლუბის ღირსებას, კარიერის დასრულების შემდეგ კი მუშაობა იქვე გააგრძელა.

მამუკა ნაცვალაძე
31.12.2015

 "ბარსელონას" ფეხბურთელი, 28 წლის ჟერარ პიკე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული მცველია - 27 ტიტული აქამდე არცერთ მცველს არა აქვს მოგებული. პიკე 34 წლამდე აპირებს პრიმერა-დივიზიონში თამაშს, მერე კი ამერიკულ ფეხბურთსაც დააჭაშნიკებს, სადაც ევროპული ფეხბურთისათვის დევიდ ბექჰემმა გაჭრა ფანჯარა.

მამუკა ნაცვალაძე
30.12.2015

 მიმდინარე საფეხბურთო წელი უიღბლო აღმოჩნდა მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდ ფრანკ რიბერისთვის - მარტიდან მოყოლებული დღევანდლამდე მას მოუწია ეცხოვრა ფეხბურთის გარეშე. მარტში ის-ის იყო მოირჩინა ტრავმა და თითქოს წარმატებით დაუბრუნდა მინდორს "გლადბახთან" თამაშისას, რომ ზაგრების "დინამოსთან" ჩემპიონთა ლიგაზე დაპირისპირებისას ისევ დაშავდა. ეს ტრავმა უფრო სერიოზული და ხანგრძლივი აღმოჩნდა.

მარი მგალობლიშვილი
29.12.2015

 მადრიდის "რეალმა" სეზონის ნახევარი მესამე პოზიციაზე დაასრულა. ფეხბურთელები საშობაო არდადეგებზე იმყოფებიან. ფეხბურთელები დასვენებასთან ერთად, არასაფეხბურთო საქმიანობაშიც ჩაებნენ, მათ შორის არის ბრაზილიელი მცველი მარსელო, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩი გახდა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×