სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი მგალობლიშვილი
    30.04.2016

     "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "იუვენტუსში" გადაბარგებული პატრიკ ევრამ ძირითად შეამდგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და გუნდის ლიდერიც გახდა. ევრამ "ბებერ ქალბატონთან" ერთად ახლახანს სკუდეტოს მოპოვებაც იზეიმა.

    მარი მგალობლიშვილი
    29.04.2016

     ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში მადრიდის "ატლეტიკომ" მიუნხენის "ბაიერნი" მიიღო და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. დიეგო სიმეონეს შეგირდებმა სტუმრებს სწრაფი გოლი გაუტანეს. ამის შემდეგ ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შანსი, თუმცა შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა.

    მამუკა ნაცვალაძე
    28.04.2016

     მანჩესტერში "სიტი არენაზე" გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა - ადგილობრივი "მანჩესტერ სიტი" მადრიდის "რეალს" დაუხვდა.

    მამუკა ნაცვალაძე
    27.04.2016

     დღეს მადრიდში, "ვისენტე კალდერონზე" გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა ადგილობრივ "ატლეტიკოსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის. "ბაიერნში" ბოლო სეზონს ატარებს პეპე გვარდიოლა, რომელსაც საკმაოდ კარგი შანსი აქვს გამარჯვებულის რანგში დატოვოს მიუნხენი და ისე ჩაიბაროს "მანჩესტერ სიტი". აღსანიშნავია ისიც, რომ დიეგო სომეონე, "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, კატალონიელისთვის საკმაოდ ნაცნობი პერსონაა.

    მარი მგალობლიშვილი
    26.04.2016

     "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ესპანურ "მარკასთან" ინტერვიუში იხსენებს "რეალში" გატარებულ პერიოდს, გვარდიოლას ზეგავლენას მის სამწვრთნელო კარიერაზე.

    მარი მგალობლიშვილი
    25.04.2016

     "მილანის" ლეგენდარული მეკარე დიდა სამწვრთნელო კურსებს გადის. როგორც ყოფილმა გოლკიპერმა "ლა გაზეტა დელა სპორტთან" ინტერვიუში განაცხადა, დიდი სურვილი აქვს, რომ "როსონერი" გაწვრთნას.

    მარი მგალობლიშვილი
    23.04.2016

     მადრიდის "რეალიდან" ტურინის "იუვენტუსში" გადაბარგებული ალვარო მორატა იტალიის სერია ა-ს საკმაოდ კარგად მოერგო. გუნდის ძირითად შემადგენლობაშიც ადგილი მალევე დაიმკვიდრა. კარგი თამაშის მიუხედავად, 23 წლის ფეხბურთელს გოლები ნაკლებად გააქვს, ამას კი ფეხბურთელი იმით ხსნის, რომ იტალიაში გოლის გატანა საკმაოდ რთულია, რადგან თავდამსხმელებს სამი მცველის წინააღმდეგ უწევთ თამაში.

    მამუკა ნაცვალაძე
    22.04.2016

     მომავალ სამშაბათს, 26 აპრილს უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩი შედგება. მანჩესტერში "სიტი არენაზე" ადგილობრივი გუნდი მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. მანჩესტერელები პირველად გავიდნენ ევროპის ყველაზე პრესტიჟული გათამაშების ნახევარფინალში, მაშინ როცა "სამეფო კლუბი" 27-ედ ითამაშებს ფინალში გადასასვლელ ორმატჩიან რაუნდს.

    მამუკა ნაცვალაძე
    21.04.2016

     ფრენკ ლამპარდი ინგლისის ნაკრების, "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. ყოფილმა ნახევარმცველმა თავისი შედეგიანი და კრეატიული თამაშით ისტორიის ლამაზი ფურცელი დატოვა "ნისლიანი ალბიონის" საფეხბურთო ისტორიაში.

    მამუკა ნაცვალაძე
    20.04.2016

     მიმდინარე სეზონის ევროპული საგუნდო ჩემპიონატების მთავარი სენსაცია, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს საფეხბურთო ტოპ-ქვეყნების პირველობები, უდავოდ "ლესტერი" იქნება. გუნდმა, რომელმაც მანამადე პრემიერლიგის მაჩანჩალა იყო, მიმდინარე სეზონში იტალიელი კლაუდიო რანიერის ხელმძღვანელობით ისეთი ფურორი მოახდინა, ყველაზე გამჭრიახ გულშემატკივარსაც კი გაუჭირდებოდა განჭვრეტა.

    მარი მგალობლიშვილი
    19.04.2016

     არიგო საკიმ რამდენიმე დღის წინ 70 წლის იუბილე აღნიშნა. მისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი იტალიურ ფეხბურთს ეთმობა. საკიმ კარიერა "პარმაში" დაიწყო, შემდეგ იყო "მილანი", რომლის რიგებში ევროპის თასი ორჯერ მოიგო - 1989 და 1990 წლებში. არიგო საკი "გაზეტა დელო სპორტთან" ინტერვიუში მის განვლილ გზაზე საუბრობს.

    მამუკა ნაცვალაძე
    18.04.2016

     გასული წელი ქართული რაგბისთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, "ბორჯღალოსნებმა" ინგლისში მსოფლიო თასზე ჯგუფურ ეტაპზე ორი მატჩი მოიგეს, მესამე ადგილი დაიკავეს და 2019 წლის იაპონიის მუნდიალზე თამაშის უფლებაც გაინაღდეს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved