მარი მგალობლიშვილი
30.11.2013

"არსენალმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში "მარსელი" 2:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზურიც გაინაღდა. "მეთოფეების" ლიგაზე ასპარეზობის ისტორია 15 წელს ითვლის. სწორედ 15 წლის წინ "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი შეხვედრა გამართა. ის მატჩი ფრედ დასრულდა, რაც შემდეგ ძალიან ძვირად დაუჯდა "მეთოფეებს" - ისინი მესამე ადგილზე გავიდნენ და "ლანსს" მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩნენ.

მარი მგალობლიშვილი
29.11.2013

არგენტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" მეგოლე ლეო მესი, სულ ცოტა ხნის უკან მორიგი "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა. ახლაგაზრდა ვარსკვლავმა ეს ტიტული უკვე ზედიზედ მესამედ დაისაკუთრა. თუმცა, როგორც მან ესპანელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეეძლოს, მის ყველა ტიტულს მსოფლიო ჩემპიონობაზე გაცვლიდა. რა გრძნობაა, როდესაც მესამედ გარგუნებენ "ოქროს ბუცს" და რა შანსები აქვს არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე, ამ და სხვა კიდევ საინტერესო თემებზე "ბარსელონას" თავდამსხმელი ესპანელ ჟურნალისტებს ესაუბრა.

მამუკა ნაცვალაძე
28.11.2013

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის პირველი დღის მატჩების შემდეგ გაირკვა ფლეი-ოფის საგზურის მხოლოდ ერთი მფლობელი - ბაზელთან მეორედ დამარცხებული "ჩელსი", რომელსაც, როგორც ჩანს, შვეიცარიული კომპლექსი ჩამოუყალიბდა.

მამუკა ნაცვალაძე
27.11.2013

ალბათ ბევრმა არ იცის - კრიშტიანუ რონალდუ არა მარტო ბრწყინვალე ფეხბურთელია, არამედ შესანიშნავი მოქალაქე და ქველმოქმედი. რამდენიმე ხნის წინ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ძვლის ტვინისა და ღეროვანი უჯრედების დონორი გახდა, რითაც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

მამუკა ნაცვალაძე
26.11.2013

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მოილია საშემოდგომო ტესტ-მატჩები. ორი გამარჯვება - კანადასა და სამოასთან და ერთიც მარცხი - ისიც მსაჯის დამატებული დროის ბოლო წამზე აშშ-ს ნაკრებთან - არ უნდა იყოს ურიგო შედეგი.

მარი მგალობლიშვილი
25.11.2013

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბოლო დროს სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. დაძაბულობამ პიკს მას შემდეგ მიაღწია, რაც ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთვნელი საზოგადოებრივი მაუწყებლისპირდაპირ ეთერში ჟურნალისტებს შეხვდა და ღიად ამხილა ის ფეხბურთელები, ვისაც ნაკრებში თამაში არ სურს. თავის მხრივ პრეტენზიები ქეცბაიას მიმართაც გამოთქვეს. ალეკო ამისულაშვილმა ნაკრების თავკაცის განცხადების შემდეგ, გუნდიდან წასვლა და სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა, ხოლო ზურა ხიზანიშვილმა სფფ-ს ხელმძღვანელობას ქეცბაიას მოხსნით მიმართა.

მარი მგალობლიშვილი
23.11.2013

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია 18 ნოემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირდაპირ ეთერში ჟურნალისტებს შეხვდა. ქეცბაიამ ნაკრებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და დაასახელა, რამდენიმე ფეხბურთელი თუ რატომ არ თამაშობს ეროვნულ გუნდში.

მარი მგალობლიშვილი
22.11.2013

"მალაგადან" მადრიდის "რეალში" გადაბარგებულმა ისკომ ადაპტაცია ძალიან მალე გაიარა და გუნდისთვის წარმატებებიც მოაქვს. ესპანელი ფეხბურთელის "სამეფო კლუბში" გადასვლა ზინედინ ზიდანის დამსახურებაა. ამიტომაც ფეხბურთელი მას მადლობას უხდის და ასე ახასიათებს ფრანგ ლეგენდას: "ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ზიდანი არის რეალის ხატი, იგი სამაგალითო პიროვნებაა ყველასათვის." ზიდანის გარდა ისკო უეფას ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში სხვა ბევრ საინტერესო თემაზეც საუბრობს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×